"გამოკვლეულია მინისტრო უკვე, კოვზის ფაქტორი. წინა საუკუნეებში იცოდა ეს მედიცინამ"
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
"გამოკვლეულია მინისტრო უკვე, კოვზის ფაქტორი. წინა საუკუნეებში იცოდა ეს მედიცინამ"

ჯანდაცვის მინისტრს!

გამოკვლეულია მინისტრო უკვე, კოვზის ფაქტორი. წინა საუკუნეებში იცოდა ეს მედიცინამ. ეს ხომ მაინც გაგიგონიათ, ჰაერ-წვეთოვნად გადაედებაო. წვეთოვნად, სახეზეა საერთო კოვზის დროს ანუ ნერწყვით. ჰაერით გადადება ხდება დახურულ სივრცეში. დახურულ სივრცეში 100 მეტრის დისტანცირებაც არასაკმარისია. ის ადის ჰაერში და დიფუზიის საშუალებით შეერევა. შემდეგ, თუნდაც ,100 მეტრით დაშორებული ადამიანი, შეისუნთქავს ამ ჰაერს. ასევე გადადის სისხლით, ზუსტად , ერთი კოვზის დროს. პირში ყოველთვის არის პატარა ნაკაწრი. ფაფებზეც რომ იყოს მარტო ადამიანი,მაშინაც არის. მითუმეტეს ამის ალბათობა იზრდება, დაზიანებული კბილის დროს. ამ გაღლეტილ ,მშიერ ქვეყანაში, კბილების პრობლემა ,თითქმის, ყველას აქვს. ეს მაინც გეცოდინება, როცა ქვედა ყბის, ანატომიურ -ფიზიოლოგიური პროცესი, ოდნავ მაინც დაირღვევა, დაზიანებული კბილი კაწრავს ,თუნდათ უხილავად, პირის ღრუს ლორწოვანს. ეს პროცესი დარღვეულია,თუნდაც, ერთი კბილის დაზიანების დროს. თქვენ ის გამოიკვლიეთ ,ამ გზით რამდენს გადაედო ცე ჰეპატიტი, რომლის გამო ბევრი გარდაიცვალა და ბევრი ეწამება. ასევე გამოიკვლიეთ, რამდენს გადაედო სიფილისი და ტუბერკულოზი, რომლის ყველანაირი ატიპური, ფილტვგარეშე ფორმა კატასტროფულად მომრავლდა. მაგალითად, ყბის ტუბერკულოზი.

მიკრობებს რომ ადამიანი ვერ აღიქვამს,ეს მენტალური ფსიქოზია. მაგრამ ექიმი რომ ვერ აღიქვამს, ეს უფრო მწვავე შემთხვევაა. ზიარების ნეტარება დიდი ბედნიერებაა. მაგრამ ღმერთს, ყველაზე მეტად ის უნდა, ზიანი და სატანჯველი არ მიადგეს ადამიანებს. ეს წესი უნდა შეიცვალოს, იმისთვის რომ ადამიანებმა იცოცხლონ. პანდემია კი ,ის პროცესია, თუ ავსტრალიაში მაგალითად, ვინმე დაავადდა და პანდემიაა, ის ავსტრალიელი ისევე ემუქრება საქართველოში მცხოვრებ ადამიანს, როგორც დაავადებული ქართველი მეზობელი,რომელთანაც ხშირი, ყოველდღიური კონტაქტი აქვს .

პანდემია, მთელი სამყაროს დაავადებაა. აგრესიული ვირუსი ისეთი სასიკვდილო და ვერაგია, ამ დროს, რომ პანდემიასთან ბრძოლაში, ერთი ადამიანის უმეცრებით მაინც, ეს სასიცოცხლოდ საბრძოლი ჯაჭვი თუ დაირღვა, მოედება ყველას მთელს მსოფლიოს. ანუ ერთი ადამიანის უტვინობამ, უწიგნურობამ და ფანატიზმმა, შეიძლება მთელი სამყარო დააზიანოს. . ჯანდაცვის პროფილაქტიკა, მძლავრი რომ ყოფილიყო ამ ქვეყანაში,რასაც სულ მტკივნეულად გავიძახოდი, დღეს ადამიანები , პოტენციურ თვითმკვლელებად და მკვლელებად არ გადაიქცეოდნენ. მეცნიერება გვეხმარება სიცოცხლის დასაცავად. ღმერთმა ჩაგვიდო ტვინი იმისთვის, რომ მეცნიერების მიღწევები აღვიქვათ და თავი გადავირჩინოთ. ამ შემთხვევაში კი, დავიცვათ სხვისი სიცოცხლეც. მინისტრი იდეებად უნდა იფრქვეოდეს, ამ დაქცეულ და ასაშენებელ ქვეყნაში. რაც ანბანია მედიცინის, ის მაინც ვიცოდეთ. ყველა დაავადებას ვირუსი და მიკრობი იწვევს. თუ არ გავახელთ თვალს და ისევ ყრუები ვიქნებით, სულ გვექნება ამდენი კიბო , ამდენი ქრონიკული დაავადება და ამდენი ნაადრევი სიკვდილობა. ეს ყველაფერი ვირუსების და მიკრობების ბრალია.ტრავმით სიკვდილობა ცოტა პროცენტია. ექიმებმა რომ ვიხსნათ ადამიანი და ვაცოცხლოთ, ამისთვის უნდა ვიცოდეთ მედიცინის ანბანი მაინც. შეხებისას.კოვზი, არც არგენტუმია და არც ჰიდრაგირუმი. მას მოპრიალებული ზედაპირი აქვს და არანაირი ანტისეპტიკი არ არის. თუმცა ვერცხლი, ამ აგრესიულ მიკრობის წინაშე ,როგორც ანტისეპტიკი დამარცხებულია .რატომღაც, ეს ვერცხლის ფაქტორი, არგუმენტად აქვთ ფანატიკოსებს.

'.$TEXT['print'].'