საიდან მოდის ყველაზე რეალური საფრთხე სიცოცხლის ხელყოფისთვის
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
საიდან მოდის ყველაზე რეალური საფრთხე სიცოცხლის ხელყოფისთვის

ამას თქვენი სიცოცხლის დასაცავად ვწერ.

ჰიგიენა ასოცირებულია, კულტურასთან და განათლებასთან. განათლებულ და კულტურულ ერს, ნაკლები სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. მიკრობები და ვირუსები, ყოველ წუთში, სასიკვდილოდ თან სდევს ადამიანების ცხოვრებას. ისინი თვალით უხილავი არიან. მაგრამ, რაც უფრო კოგნიტური ინტელექტით გამოირჩევა ადამიანი, მით უფრო აკეთებს მათ პროფილაქტიკას. გაუნათლებლობა და შეუგნებლობა სიბნელეა და სიბნელე ბადებს ფანატიზმს.

კოლონიზატორების უმთავრესი მიზანი, ის იყო,რომ მათდამი დაქვემდებარებულ ქვეყნებში, განათლება არ შესულიყო. ჰიგიენის განხორციელებისთვის, სავალდებულო არ არის დიპლომები. აქ მისაუბრია სწავლულ იდიოტზე, რომელიც ფსიქიატრიული ნოზოლოგიაა. ანუ იცის კლასიკურად, საგანი, მაგრამ,საყოფაცხოვრებო დეტალებში და ადამიანებთან ურთიერთობაში, გონებით ჩაკეტილია. საჭირო არ არის დიპლომები იმისთვის ,რომ ადამიანი გონებრივად სრულფასოვანი იყოს.

სამწუხაროდ, ჩვენნაირ ჩამორჩენილ და საუკუნეების მანძილზე, რუსეთის ,კოლონიურად ნათრევ ქვეყანაში, კულტურის და შემეცნების დონე დაბალია. რუსეთმა ჩვენ მოგვწყვიტა, ჩვენივე ევროპულ ფესვებს. რისი დასტურია, ჩვენი არისტოკრატი წინაპრების ცხოვრება და დღევანდელი, საცხობის ღვეზელზე ,კბილებით ჩამოკიდებული ადამიანების ბინძური ყოფა. რომელი ღვეზელიც გამოცხობილია, მიკრობებით სავსე, სანიტარული სამსახურისგან შეუმოწმებელი ხელით. დღეს შეიძლება ადამიანს, უმაღლესი ტიპი ეგონოს თავი, მაგრამ, ჩვეულებრივი ჩლუნგი ცხოველი იყოს სოციალურად. რადგან, მენტალურად დარღვეული აქვს, ჰიგიენური ცნობიერება. როცა ვინმე ხედავს, რომ მანიკურს ვისმევ და მეუბნება მეც წამასმევინე, მე მაშინვე ვჩუქნი .ამ შემთხვევაში, გულუხვობის გამო არა. უკულტურობა და უვიცობაა, როცა გოგონები ერთმანების მანიკურს იყენებენ. რომელიმე ევროპულ ფილმში ეს გინახავთ?

ეს არის სოკოს და სხვა ვირუსების და მიკრობების გადაცემის შესაძლებლობა. ან ტანსაცმლის თხოვება, ქართული წესი რომ არის. განსაკუთრებით მაშინ, სანამ ეს მეორადი სისტემა არ დაინერგებოდა და დეფიციტი იყო ტანსაცმლის. აღწერილია შემთხვევა მედიცინაში, როცა, პიჯაკის თხოვების შედეგად, გოგონა ტუბერკულოზით გარდაიცვალა. რადგან, იმ პიჯაკის პატრონის ოჯახი, იყო დაავადებული ტუბით. მე აქ გესაუბრეთ ტუბმენინგიტზე და მოგიყვანეთ მაგალითი. საერთოდ, ძალიან ხშირად, ტუბმენინგიტები შეუმჩნეველი სიმპტომებით მიდის და გარდაცვალებამდე , შეიძლება ადამიანი, სამსახურში დადიოდეს და ხან მხოლოდ ,37 მდე სიცხე აღენიშნებოდეს. იმ 3 წლის ბავშვს დავუდგინე ტუბერკულოზი. რომელიც დაავადებული იყო ,რამდენიმე თვე და ეუბნებოდნენ გაციებულიაო. მიზეზი იყო, მამის ნარკომანი ძმაკაცის მოფერება.

ვენერიული სნეულების კათედრაზე, კონსტიტუციის ქუჩაზე, ლექტორმა მოგვიყვა ასეთი რამ. ეზოში, ქუთაისში ,უბანი ნარდს თამაშობდა. 5 წლის გოგონას , თვალში რაღაც ჩაუვარდა. დედამ ვერ მოახერხა ამოღება. ადგა ერთი კაცი და თურმე ,ასეთი წესი ყოფილა ადრე, თვალში ამ ბავშვს ენა ამოუსვა და ამოუღო, ის უცხო სხეული. ის ბავშვი ვენერიული სნეულებით , კერძოდ სიფილისით გარდაიცვალა და არა სიფილისტით, როგორც ზოგი, სამწუხაროდ, ორ დიპლომიანი , მოიხსენიებს ამ დაავადებას. არაფერი არ ხდება მიკრობების და ვირუსების გარეშე. არცერთი დაავადება არ ვითარდება, მიკრობების, სოკოების, პარაზიტების და ვირუსების გარეშე. გარდა ამისა, დადგენილია, რომ დნმ ით და რნმ ით გენეტიკურად გადმოდის მიკრობები, ბაქტერიები, სოკოები, ვირუსები, პარაზიტები. გენეტიკურად გადმოსულები, არასოდეს არ ჩანან ანალიზებში. ამიტომ არის შეცდომა ,დაავადებული ადამიანისთვის, კიდევ ,ქიმიური წამლების გრძელი კონგლომერატის დანიშვნა.

ადამიანი ჯერ უნდა გაიწმინდოს. ის სავსეა ამ ცოცხალი ორგანიზმებით და ასევე, არასწორი მკურნალობების შემდეგ დარჩენილი, მორფოლოგიურად გადაგვარებული, მუტანტური უჯრედებით. ისინი ქიმიურ წამლებთან ,არაადექვატურ რექციებს ქმნიან და მალავენ დავადების კლინიკას. მორჩენილი ჰგონიათ. შემდეგ, ადამიანი ან გარდაიცვლება ან ახალი, უფრო მძიმე დავადებით მოგვევლინება.

ჩვენ, ისეთ უკონტროლო ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ადამიანის გონება დაძაბული უნდა ცდილობდეს, საზოგადოებრივი ობიექტებისგან თავდაცვას. მე ხშირად გესაუბრებით, უკონტროლო საცხობებზე და მათგან გავრცელებულ, უამრავ დაავადებაზე. ჯერ კიდევ არის , ის მავნე ჩვევა, როცა ჩვილი ბავშვის დავარდნილ მაწოვარას, მშობელი პირში ამოისმევს და ჩაუდებს ბავშვს. მეცნიერულად დადგენილია, რომ ზრდასრულის პირის ღრუში, ისეთი მიკრობული ფლორაა, რომ ჩვილს მომენტალურად შეიძლება დაეწყოს, დიზენტერიის სასიკვდილო ფორმა.

ყოველდღე უნდა იწმინდებოდეს, სველი ასეპტიკური ხელსახოცით ,მაინც, კომპიუტერის კლავიატურა. დადგენილია, რომ მასზე უფრო მეტი მიკრობია, ვიდრე ბაზრის საერთო ტუალეტის უნიტაზში. კომპიუტერიდან წამომდგარს ან მასთან მჯდომს , რამდენჯერ გიჭამიათ, რამე საკვები, ხელის დაბანის გარეშე. მიკრობები არ ყვირიან და არც თვალით ხილული არიან. ხელის ნებისმიერი, ძლიერი დეზინფენქციის შემდეგ, ხელის გულზე ,მაინც რჩება მიკრობების მილიონობით კოლონიები. კრიმინალისტიკაში ეს მეთოდია გამოყენებული. ერთი , თუნდაც, ახალდაბანილი ადამიანის თითის ლაბირინთებში, შეიძლება ის მიკრობი ყვაოდეს სასიკვდილოდ, რაც ,სულ ზედა წინაპარს ჰყავდა.

აღარ არის საუბარი, ერთი კოვზის , ჭიქის ან ჩანგლის გამოყენებაზე. ამით თავისუფლად ,შეიძლება, შიდსიც გადაგედოთ. ცე ჰეპატიტები, ტუბერკულოზი და ვენერიული რამდენიც გნებავთ. რადგან პირის ღრუში, ყოველთვის არის პატარა ნაკაწრი. ათასობით დაავადებებს მკურნალობენ, რაღაც წამლებით, მაგრამ ხშირად, წარმომშობი მიკრობი ან ვირუსი დაუდგენელია. ყველა დაავადება მხოლოდ ამისგან გაქვთ მიკრობებისგან , სოკოებისგან და ვირუსებისგან.

ამ დღეებმა გამოავლინა, რომ ადამიანებს დაბალი ცნობადობა აქვთ მიკრობების და ვირუსების მიმართ. ანუ განუვითარებელი , ჩამორჩენილი ერი ვართ. დაავადებები მხოლოდ ამათ გამოა. იმიტომ გტკივა, იმიტომ ზიანდება ქსოვილი ორგანოს, იმიტომ გაქვს წნევა ან სახსრის ანთება ან გულის დაავადება, იმიტომ ჩირქდება ქსოვილი, იმიტომ გემართება სეფსისი, იმიტომ გემართება ფილტვების ანთება, იმიტომ გვარდება ორგანო სიმსივნურად, იმიტომ არის, კონკრეტული ნოზოლოგია, იმიტომ ხდება ადამიანი საოპერაციო, რომ ამას აკეთებს ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები და სხვადასხვა მიკრობები.

საქართველოში წყლის დალევის შემდეგ, ჭიქის გარეცხვა, დოგმა არ არის. ოჯახის წევრს კი, თანმშრომლების მიკრობებს გადადებ ამით. სალმონელების თავში მოყვანილი მქონდა მაგალითი, საცხობში მომუშავე მერი მელონმა, რამდენი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. თავისი ,მიკრობებიანი ხელით გამომცხვარი საკვებით . დაუსრულებლად შემიძლია მაგალითების მოყვანა. ამას თქვენი ჯანმრთელობის გადასარჩენად ვამბობ. მით უმეტეს ,პროფილაქტიკური ჯანდაცვა, ჩვენთან ამის საპროფილაქტიკოდ არაფერს არ აკეთებს. ადამიანების სიცოცხლე დაუცველია. ინფექცია რომ აფეთქდება და ადამიანები დაზიანდება, მაშინ დაგვიანებულია სწავლება. უნდა იყოს შემუშავებული, თითოეული დაავადების პრევენცია და ხალხისთვის მისაწვდომი, რომ გაიგონ. სხვა მიზეზი ავადობას და სიკვდილობას არა აქვს. სალონებთან რომ გაივლი, გამოფენილია გასაშრობად, ისეთი ჭუჭყიანი პირასახოცები,რომ აბუნძგლულ ზედაპირზე, მიკრობები დახტუნავენ . სალონებიდან წამოღებული მიკრობების გამო, ბევრი ქალი დადის გინეკოლოგებთან, მუდმივ მანიპულაციებხე და გამორეცხვებზე. თავის ქალადან ყველაზე სწრაფად შედის მიკრობები სისხლში და შემდეგ ყველა ორგანოში. ბევრი რამ დასახურია, ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც სასიკვდილო ცენტრებია, მაგრამ პატრონი და კონტროლო არ არის. ავიღოთ ლაზერული ეპილაცია . საკვერცხეს ამ დაავადებით, რომლიც ბეწვიანობას იწვევს ქალებში,საქართველო, ჯანმოს მონაცემებით ,მსოფლიოში პირველია. ეს აპარატი არ სტერილდება. მხოლოდ წმენდენ სპირტით. რაც ვერ შველის. აქედან ქალების სხვადასხვა მიკრობები, ტოტალური რიცხვით გადაეცემა ერთმანეთს. ერთი ქალი, ამ გზით, მეორეს გადასცემს, თავისი ქმრის სასქესო ორგანოს მიკრობებს. სიცოცხლის მოსპობაში, მთავარი მიზეზი და წამყვანი ვირუსები, მიკრობები, სოკოები და პარაზიტებია.

პოსტულატურად უნდა იცოდეს ადამიანებმა, როგორ დაიცვან თავი და აირიდონ სხვადასახვა მკვლელი მიკრობები და ვირუსები. ადამიანებმა უნდა ისწავლონ ხელის დაბანა. ეს ტუალეტში შესვლის წინაც აუცილებელია. რადგან ,ადამიანი ამ დროს, თითქმის, თავისი თავის ქირურგია, ასეპტიკის ხაზით. მე რომელსაც ადამიანებისთვის სულიც არ მეშურება, სასტიკი რეაქცია გამოვხატე, როცა სამსახურში სხვამ, ხელი ჩემს პირსახოცზე შეიმშრალა. ეს ადამიანების სიყვარულით იყო ნაკარნახები. პირველი დახმარების დროს, ჭრილობაც უნდა დავამუშავო და სხვისი მიკრობები არ მინდა. ამ დღეებმა დამარწმუნა , რომ მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმშია. ბევრმა არ იცის და ვერ აღიქვამს , როგორ დაიცვას საკუთარი და სხვისი სიცოცხლე. ამას ემატებმა ჩვენში, განათლების მასიური, დაბალი დონე. ასევე საყოფახოვრებო პირობების დაბალი დონე. გული მეტკინა , "არ დარჩას" განხორციელებით, მსოფლიოს წამყვანმა პრესამ და არხებმა, დაფიქსირა, ქართველთა ძალიან დაბალი დოენე. ქართველი ერი შეფასდა, როგორც ჩამორჩენილი და დაბალგანვითარებული ერი. 

ჩვენი ისტორია ბრძოლის ისტორიაა. თავდაცვის დროს არ შეიძლება იყოს, მაღალი ჰიგიენური სტანდარტი. რომ ვიცოცხლოდ, რომ ვიარსებოდ, ამისთვის უნდა ვიყოთ ჰიგიენურები .მიკრობის ვერაღქმა მენტალური ფსიქოზია. ხოლო მისი არ გათვალისწინება და უარყოფა, ინტელექტუალური სიბნელე. ხელის დაბანას სველი ხელსახოცი ვერ შეცვლის, მაგრამ, მაინც აკეთებს სასარგებლო საქმეს. მანქანაში, მუდმივად გქონდეთ სველი ხელსახოცი. ასევე კომპიუტერთან და სამსახურის მაგიდაზე, ის აუცილებელი ატრიბუტი უნდა იყოს. დავინახე სკოლის პედაგოგი, მარკეტში პურს არჩევდა და ყველაში არჭობდა თითს. ეს თვისება ბევრისთვის შემიმჩნევია. ასეთმა პედაგოგმა რა უნდა ასწავლის ბავშვს. საგანი მეორადია და ყოველთვის ისწავლის ადამიანი. მთავარია პედაგოგისგან ისწავლოს ,ადამიანური ცხოვრება და როგორ სწორად უნდა მართოს ცხოვრება მან. სანამ შხაპის ქვეშ დადგებით, 2 წუთი მოუშვით მაინც. მეცნიერულად დადგენილია, რომ ყველაზე მეტი მიკრობების კოლონია -შხაპის გამოსავალშია. არასოდეს გაიაროთ ფეხშიშველი. თუნდაც სუფთა ნოხზე. მედიცინის წიგნში აღწერილია მაგალითი, 10 წლის გოგონა, ტეტანუსით გარდაიცვალა,როცა უმაღლესი კლასის სასტუმროს ნომერში ფეხშიშველი გაირბინა. ფეხის გულიდან, ტვინში იჭრება უამრავი მიკრობი და ბაქტერია,ძალიან აქტიურად. ჰიგიენა ბერძნული სიტყვაა და სისუფთავეს კი არ ნიშნავს, არამედ ჯანმრთელობას. ანუ სისუფთავე ჯანმრთელობაა. მე ყველა დავადების დროს, ხშირად გესაუბრებით ამ და სხვა დაავადებისგან თავდაცვის ხერხებზე. დაიცავით თავი . იცოცხლეთ. მოერიდეთ მიკრობებს. კორონას დროს, საერთოდ არ გამიძლიერებია ჰიგიენა. ჩემში იყო ჰიგიენური სტანდარტი მკაცრად, ისედაც. მინდა ჯანმრთელები და ბედნიერები იყოთ. მინდა გაიგოთ, საიდან მოდის ყველაზე რეალური საფრთხე სიცოცხლის ხელყოფისთვის.

'.$TEXT['print'].'