"არასრულწლოვანთა დანაშაული - ეს არის უდიდესი პრობლემა ჩვენს დღევანდელ გლობალურ სამყაროში"
ავტორი: გურიის მოამბე
"არასრულწლოვანთა დანაშაული - ეს არის უდიდესი პრობლემა ჩვენს დღევანდელ გლობალურ სამყაროში"

“არასრულწლოვანი და დანაშაული” 

არასრულწლოვანთა  დანაშაული - ეს არის უდიდესი პრობლემა ჩვენს დღევანდელ გლობალურ სამყაროში.

ჩვენ ვხედავთ,როგორ კლავენ ახალგაზრდები ერთმანეთს,ჩაგრავენ,იპარავენ, “ქურდობენ” და ა.შ. უპირველეს ყოვლისა,ყველაფერი აღზრდაზე და იმ პირად გარემოზეა დამოკიდებული,სადაც ბავშვი იზრდება.ეს ნამდვილად არ არის თამაში,რომელშიც შეგვიძლია ყველამ ჩავერთოთ, არასრულწლოვნები,რომლებიც ვერ აცნობიერებენ რამდენად დიდ პრობლემას წარმოქმნიან დანაშაულის პროცესში,სჭორდებათ საზოგადოებისგან,თანატოლებისგან,ოჯახისგან,მასწავლებლებისგან თანადგომა,რადგან ხშირად ასეთი ახალგაზრდები თავს მარტო გრძნობენ და სხვა გზას ვერ ხედავენ გარდა იმისა,რომ ყურადღება მიიქციონ დანაშაულის ჩადეით,რაც ხშირად ცუდად მთავრდება ან სულაც სუიციდით. ასეთ ბავშვები კი შემდგომ ეგზისტენციალებად,მაზოხისტებად ან კრიმინალებად ყალიბდებიან,თუკი მათ დროზე არ გაუწოდეს დახმარების ხელი.თუმცა,დახმარება არ ნიშნავს მათ ციხეში გამომწყვდევას,ფსიქიატრიულში წაყვანას,ცემა-ტყეპას ან სხვა. გავიხსენოთ კაილ ჩენდლერის სიტყვები: “ჩვენ არ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ქარი, მაგრამ შეგვიძლია, რომ მოვმართოთ აფრა“.  მშობლები კონტროლით,მასწავლებლები დაძალებით,თანატოლები ჩაგვრით აღიზიანებენ ასეთ ბავშვებს და ამიტომაც ირჩევენ ისინი არასწორ გზას. იმისთვის რომ ახალგაზრდა ჩამოუყალიბდეს სხვადასხვა უნარები (შემოქმედებითი,ქმედითი და ა.შ.),აუცილებელი პირველ რიგში,მშობლის აღზრდა. როგორც ვთქვი,ჩვენ პირდაპირ ვერ ვაკონტროლებთ ქარს,არ შეგვიძლია გამოვიცნოთ,რა სურს ახალგაზრდას,მაგრამ შეგვიძლია მშვიდი ლაპარაკით,თანადგომით,სიყვარულის გამოხატვით და იმით,რომ თუკი ის აღიარებს ყველაფერს და გაგვანდობს მის არამორალურ საქციელს,ამით არაფერი დაშავდება და მას ეპატიება,როგორც მომავლის ნორჩ ყვავილს,რომელიც დაიბადა იმისთვის,რომ “მსოფლიო” უკეთესი გახადოს. ამით კი შევძლებთ იმ აფრების მართვას,რომელიც აღტაცებული ქარისგან გახევასაც კი აპირებენ და მხოლოდ და მხოლოდ,ერთმანეთის თანადგომით თუ შევძლებთ გავამრთელოთ ეს დაგლეჯილი აფრები.

წარმოვიდგინოთ,რომ დავთესეთ ყვავილი.რომელსაც ყოველდღე ვუსხამთ ბევრ წყალს. ერთ დილასაც კი ეს ყვავილი დალპა,თუმცა მეორე ყვავილს,რომელსაც ბევრი წყალი სჭირდებოდა გასახარად,აყვავილდა და გაიხარა. გააჩნია,ჩვენ რა მიგვაჩნია სწორად და რა არა. თუკი არასწორად გავუწევთ დახმარების ხელს არასრულწლოვანს,რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი,მას დავღუპავთ. პირველ რიგში,როცა ვბრძოლობთ იმისთვის,რომ ვიღაც შევცვალოთ უკეთესობისკენ,უნდა ვიცოდეს ამის ხერხები,თუ როგორ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ.ასეთი ახალგაზრდების საზოგადოებისგან იზოლაცია კი უკვე გამოუცდელობას ნიშნავს,რადგან ეს უარესია მათთვის თითქოს წარმოვაჩინოთ ადამიანებად,რომლებიც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ და ამის შემდეგ უფრო ხდებიან ისინი ჩაკეტილები და ბოლოს,სხვებისგან მიტოვებულნი სუიციდის მსხვერპლნი.

ნიცშე ამბობს - “მორალი ადამიანის მანიპულირების საუკეთესო საშუალებაა.” ისეთ არამორალურ კრიზისში,როცა ბავშვი სრულიად მარტოსულია და ვერ აცნობიერებს,რას სჩადის,მორალის შეცნობაც კი გამოსავალია,რომ იგი “აზრზე მოვიდეს”. ეს კი ელექტროშოკებით და ათასი საზიზღარი ტაბლეტებით,რომლებიც ღამით ჰალუცინაციებს იწვევს და დღისით აშტერებს,არ ხდება. მორალის შეცნობა ხდება მორალური მიპყრობით და იმის სწავლით,თუ რა კარგი შედეგები შეიძლება მოჰყვეს კარგ საქციელს და პასუხი კითვაზე:მოჰყვება თუ არა კარგი შედეგი ცუდ ქმედებას?

დაბოლოს, გავიმეორებ, რომ მთავარია ერთმანეთის თანადგომა,სიყვარული,მეგობრობა. კარგი აღზრდა იმისთვის,რომ გააცნობიერო შენი ყოველი ქმედება. თუმცა დახმარებისთვის ნამდვილად არ არის გვიანი. 

როგორც ვაინე დაიერი იტყოდა:

თავად უნდა გახდე ცვლილება, რომელიც გსურს, რომ დაინახო სამყაროში“  

ესეების კონკურსის გამარჯვებული - ანა სისვაძე,16 წლის

ოზურგეთის სოფ.ასკანის საჯარო სკოლა 

ესეების კონკურსი განხორციელდა  “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის“ მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “არასრულწლოვანთა

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა”(JJR) მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

ესეს შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელია „გურიის ახალგაზრდული

რესურსცენტრი“ და ის არ გამოხატავს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას. (დ)

 

'.$TEXT['print'].'