დასაგმობია მედიცინაში,პოლიტიკური საფუძვლების გამოჩენა
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
დასაგმობია მედიცინაში,პოლიტიკური საფუძვლების გამოჩენა

ვნახე ბატონი ცერცვაძის და გურულის პაექრობა, რამაც ძალიან მატკინა გული. ყველაფერი ეს უარყოფითად აისახება, ჩვენი მშიერი და დაუცველი ადამიანების ფსიქიკაზე. ბატონმა გურულმა უარყო პლაქველინის გამოყენება და თქვა, რომ მას არა აქვს საპროფილაქტიკო დანიშნულება და უსიმპტომო კოვიდ 19 ის მკურნალობას არ ს ჭირდებაო. ბატონი ცერცვაძე ამბობს, ამასვე ვაკეთებთ ჩვენცო და პლაქველინს ვიყენებთ, მხოლოდ, საშუალო და მძიმე ფორმების დროსო. კატეგორიულად დაუშვებელია, ამ მედიკამინტის გამოყენება საპროფილაქტიკოთო. კითხავას ვსვამ- სად არის უსიმტომო კოვიდ 19 ბი. ვინ გამოავლინა, როცა მასიური ტესტირება არ გვაქვს .საქართველოს სტატისტიკის შედარება ევროპის ქვეყნებთან და ტრაბახი იმით, ნაკლები გარდაცვლილები გვყავსო, ძალიან გადაჭარბებულია და არასერიოზული. ჩვენ ხომ არც გამოვლინებულები გვყავს და წინა პერიოდში, სხვა დაავადებებეით გარდაცვლილებიც ხომ ეჭვის ქვეშაა, რომ ამ დაავადებასთან კავშირში იყვნენ. ბუნებრივია, სტატისტიკა ეჭვის ქვეშაა, რადგან არ არის სრული სურათი. ამ ფონზე კი, ევროპის ქვეყნებთან შედარება, სადაც ჩვენგან განსხვავებით მძიმე ფორმები მძვინვარებს, სრული აბსურდი და მკრეხელობაა. როცა მასიური გამოკვლევა არ არის, თავისუფლად შეიძლება ,სხვა დაავადებით გარდაცვლილი, სტატისტიკას გაეპაროს და კოვიდი სტატისტიკურად არ დაფიქსირდეს. როცა არ გვაქვს მძიმე ფორმები და ზუსტი სტატისტიკა, ევროპულ ქვეყნებთან შედარება და მოწინავეობის გრძნობა უსუსურობაა მხოლოდ. დასამალი რა არის და ხალხის წვალებაზეც აისახა, რომ საქართველოში ჯანდაცვა ბევრ რგოლში ,ძალიან ჩავარდნილია და მხოლოდ თანხებზეა აქცენტირებული. ასევე ბევრი ფაქტებია გულგრილობის, რაც მედიცინაში დანაშაულია. რამდენი შემთხვევა ვიცით, ადამიანს სტენტირება სჭირდებოდა,მაგრამ არ გაუშვა ის კარდეოლოგმა, რადგან ეტკბილა ყველა თვეში 70 ლარი კონსულტაციის .შემდეგ კი ის ადამიანები, ამის გამო გარდაიცვალენ. მე აქ დავწერე მაგალითი ჩემი, როცა ოჯახის წევრმა გამოკვლევებამდე არ დამაწერინა დანიშნულება. ვიარეთ თბილისის სამ ცნობილ კლინიკაში 3 დღეს. მესამე დღის ბოლოს როცა 100 0ლარს გადავახტით, არც დიაგნოზი გვქონდა და არც დანიშნულება. ეს პრობლემა სამდღეში მოვუგვარე მორგებული წამლით. მაგრამ, ის განუკითხავობა, რაც ვნახე დაუჯერებელია. უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება. ასეთი ჯანდაცვის მქონე, სადაც ყველაფერი ძირფესვიანად შესაცვლელია, ტრაბახობ- ამერიკას ვაჯობეთო. ამერიკამ შეგვაქოო. ამერიკა და ევროპა გვაქებს ,რადგან ადექვატურობას მოწყვეტილი, არარეალისტი, ჩამორჩენილი და რეგრესული ერი ვართ. ისინი არ იტყვიან უხეშად. ისინი ჩვენს არაადექვატურებს ათვინიერებენ. განსაკუთრებით პოლიტიკაში. მათ უყვავებენ და აქებენ .რამდენი შემთხვევა იყო, ადამიანებმა მარჩენალი ძროხები გაყიდეს, წავიდნენ თბილისში. კლინიკაში დახარჯეს ფული და დაუდგენელი დიაგნოზით და ორგვერდიანი წამლების ჩამონათვალით დაბრუნდნენ. სამარცხვინო მაგალითები შორს წაგვიყვანდა. შემოწმებამ, თბილისის წამყვან კლინიკებში, ულიცენზიო ექიმები გამოავლინა. ანუ მუშაობის უფლება არა აქვთ. რადგან საექიმო გამოცდა - მუშაობისთვის აუცილებელი, ჩაბარებული არა აქვთ. აღარ უნდა გვიკვირდეს, როცა პედიატრიულ პოსტზე სანიტარ- ჰიგენისტი ზის. სამკურნალო დარგი ისეთი ჩავარდნილია, განსაკუთრებით მართვის საკითხში, რომ ხალხი დაუცველია ძალიან. დაბალი ხარისხის სამკურნალო დარგის არსებობა, აისახება ხალხის ჯანმრთელობაზე და მათ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. რა გვაქვს საამაყო. თუ ვინმე რამეს გვასწავლის და მიგვითითებს ,მადლობა უნდა ვთქვათ. ოღონდ, თუ მიგვითითებს კომპეტენტური. გახამებულ ხალხს, ყველა გატელევიზორებული კომპეტენტური ჰგონია. ბევრი, საშუალო დონის ექიმი დაგვანახა ევროპიდან ჩართვებმა. ბატონი გურული, ნამდვილად ,საკმაოდ კომპეტენტურია და აქაურთა პოლიტიკური ბრაზის გამო, მისი პერსონა არ უნდა დაეკარგოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას. თუმცა ვთვლი, რომ გურულის ტონი ზედმეტად უხეშია. როცა ამ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში არ ხარ ჩართული, მაშინ იმპერატიული ტონი უნდა გამოირიცხოს. კოლეგიალობა, კონსილიუმი, ურთიერთდაფასება, საღი აზრის გამოტანის მძლავრი ბაზისია. პოლიტიკური ელფერი მედიცინაში პოლიმიკამ, არ უნდა შეიძინოს. სასურველია, მშვიდად აზრების გაცვლა და სხვისი გამოცდილების გაზიარება. ამ დავაში და ბატონი ცერცვაძის ტექსტში, იმის აფიშირება, რომ სისხლის შემდედებელ სისტემას და გულსისხლძარღვთა გამოვლინებებს ყურადღებას ვაქცევთო, უსუსურობაა. ეს ხომ რუტინაა, მკურნალობის დროს. აქ კი გლობალურ სამიზიმე საშიშროებაზე და მის ზუსტ მკურნალობაზე საუბრობ. რა დიდი დამსახურების და ცოდნის არ უნდა იყოს ექიმი, თუ ის პოლიტიკურ ავანტიურაში ჩაერთვება, კაპიკია მისი ფასი. სირცხვილია სამედიცინო განცხადებებს ,პოლიტიკური ელფერი როცა აქვს და დამკვეთის მიხედვით მისი არსი, რომ ადვილად იცვლება. ყველა ექიმს აქვს უფლება, პოლიტიკური სიმპათიის . მაგრამ, პოსტზე პოლიტიკა დავიწყებული უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, ეს მავნებლობაა ხალხის მიმართ. არასოდეს განმისხვავებია მკურნალობის დროს, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები. . ვერავინ ვერ იტყვის, რომ მე რომელიმე სამსახურში ,პოლიტიკაზე, ერთი სიტყვა დამეძრას. მედიცინას ფსიქოლოგიური სარჩული აქვს. ადამიანი ანატომიურად კი არ სნებოვნდება, არამედ ჯერ ცნობიერება და ფსიქიკა ავადდება და შემდეგ ანატომია- ფიზიოლოგია. პოლიტიკური შეფერილობის დავა, ექიმებმა არ უნდა დაანახოს ადამიანებს. მით უმეტეს დღეს. ხალხი პანიკაშია. უამრავი ,შეშინებული ადამიანი მირეკავს და საათობით მესაუბრებიან. მათ დამშვიდება სჭირდებათ და არა პოლიტიკაში გადასული დავების აფიშირება. მშიერი და ყველანაირად განწირული ადამიანები, შველას ითხოვენ. სამარცხვინი იყო, საპატრიარქოს პოლიტიკური მუხრუჭობა ხელისუფლების ეგიდით. 2კვირა იძახეს,ვ იტყვით მთავარ აზრს შემდეგო. ანუ თუ მოიმატებდა სიკვდილობა, მაშინ იტყოდნენ არ მოხვიდეთ ეკლესიაშიო. ეპიდემიოლოგიურ ჯაჭვში კი, რომელიმე ქვეყანაში, ერთი რგოლის გამოვარდნა ,პანდემიის დროს, მთელი მსოფლიოს ვითარებაზე აისახება. რაც შეეხება, ისევ პლაქველინის თემას. ფაქტიურად ორივემ აღიარა, რომ პლაქველინი პროფილაქტიკისთვის არ გამოიყენება და დავა მხოლოდ პოლიტიკური გახდა. მაგრამ ,მე მაქვს ორივესგან განსხვავებული აზრი. როცა კოვიდთან სამკურნალოდ , გამოყენებულია მაგალითად ტოცილიზუმაბი. როცა მინიკლონური, საკმაოდ აგრესიული ანტისხეულების ,ინტერლეიკინ 6ის რეცეპტორებზე საკმაოდ ვერაგად თავდასხმაა, ასევე გამოყენებულია, პროტეაზას ინჰიბიტორები, ეს ხომ დიდი დარტყმაა იმუნიტეტზე და საჭიროაცაა ეს დარტყმა შედეგისთვის. ფარმაკოლოგიურ მექანიზმებს აქ არ განვიხილავ, რადგან ხალხისთვის გაუგებარია.მაგრამ, ამათზე ბევრად ნაკლებ დატყმას აყენებს პლაქველინი იმუნიტეტს. ,მე პირადად მიმაჩნია, რომ პლაქველინზე დავა საერთოდ არ უნდა წასულიყო. რადგან, გამოყენებულ მედიკამენტებზე , მეტად უსაფრთხოა ის. პლაქველინს დიდი ხანია წარმატებით ვიყენებთ, სხვადასხვა დაავადებების, განსაკუთრებით ქრონიკული მძიმე დაავადებების დროს. მათ შორის, ბავშვთა ასაკში ქრონიკული ნეფრიტების დროს. ასევე სახსრების და სხვა ქრონიკული პროცესების დროს. საუკეთესი შედეგიანი მედიკამენტია,ნაკლები გევრდითი მოვლენებით. პლაქველინი პროფილაქტიკის მიზნით არ გამოიყენოო. რა იცი რომელია ეპიდემიის დროს, საპროფილაქტიკო და მეტად მწვავე შემთხვევა , თუ მასიური ტესტირება არ არსებობს. როცა უსიმპტომო ფორმა, შეიძლება, ორგანულად უფრო მწვავედ მიდიოდეს, ვიდრე გამოვლინებული. აქ , მიმდინარეობისას გენეტიკა , არსებული იმუნიტეტი და თანმხლები პათოლოგიების ვარიანტები ქმნიან ხილულ სურათს. ტრმაპმა, დააანონსა პლაქველინის მასიური გამოყენება .საჭიროა თუ არა მისი გამოყენება ჩვენთან, ამას სამკურნალო პროცესის ვითარება გადაწყვეტს. ანუ საერთოდ რატომ უნდა იდავონ პლაქველინის არ გამოყენება გამოყენებაზე, მსუბუქი ფორმების დროს, როცა ტესტირება არ არის მასიური და შეიძლება უსიმპტომო , გამოუმჟღავნებელი ფორმა, ორგანულად უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს. მაგალითად, მარტო წნევით და გულის ჩივილებით გამოიხატებოდეს ან კუჭის აშლილობით. განა ვინმემ, ასეთი ფაქტები კოვიდად დააფიქსირა წინა პერიოდში? ასევე გარეგნულად მსუბუქი ფორმა შეიძლება, მძიმე ორგანული გართულებით გამოიხატებოდეს .რადგან როცა ადამიანს, კარგი იმუნიტეტი აქვს, მაშინ ჩივილები ძალიან ნაკლებია. თურმე ჩვენი ჯანდაცვა ამერიკისას სჯობს. მაგრამ ვერ დაგეთახმებით ,ტრამპის ეპიდემიოლოგს ვინმე შეედრებოდეს. თუნდაც იმით, რომ იქ რეალური სურათი აქვთ დაავადების. შენ რომ არ გიმჟღავნებდეს თავის რეალურ სურათს ,ამერიკა იმიტომ არის უმაგრესი ქვეყანა, რომ თავის მოსახლეობას არაფერს გაუყალბებს. რაც შეეხება ბატონი ცერცვაძის აღიარებას, რომ ჯერ აქტიურად არ გამოყენებულა--პლაზმოფერეზი, ოზონოთერმია და გაჯანმრთელებულის პლაზმის გამოყენება, ეს ჩვენს მოუმზადებლობაზე მიანიშნებს. ზაფხული დადგა, მშიერი ხალხი გამოკეტილია. უმრავლესობა ყოველდღიურ კვების ფულზე არსებობდნენ, თავისი მუშაობით. ჩვენ მთავარი მკურნალობა არ დაგვიწყია?თითქმის მთავრდება უკვე პროსცესი. უმეცრებაა იმის გამორიცხვა, რომ თბილი კლიმატი დადებითად არ მოქმედებს ვირუსსის დამარცხებაზე. კიდევ უფრო გულსატკენი და არასერიოზულია, პოლემიკის პოლიტიკურ რანგში აყვანა. მივხედოთ მოსახლეობას. ისინი მშივრები და უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნილები არიან. სირცხვილია და დასაგმობია მედიცინაში,პოლიტიკური საფუძვლების გამოჩენა. ისაუბრეთ პირისპირ კოლეგიალურა დ და ხალხს დაუდეთ შედეგები. ამისთვის ხალხი თქვენ გიხდით.

'.$TEXT['print'].'