სარაგბო კლუბ "არწივებს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - ბონდო ღლონტი
ავტორი: გურიის მოამბე
სარაგბო კლუბ "არწივებს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - ბონდო ღლონტი

ოზურგეთის საკრებულოს ყოფილი წევრი და "ქართული ოცნების" აქტივისტი ბონდო ღლონტი სარაგბო კლუბ "არწივების" პრეზიდენტად დაინიშნა.

როგორც ოზურგეთის მერიიდან "გურიის მოამბეს" აცნობეს ა(ა)იპ "ოზურგეთის რაგბის კავშირის" ხელმძღვანელად ბონდო ღლონტის კანდიდატურა მერიამ გუშინ დაამტკიცა.

ბონდო ღლონტი აღნიშნულ პოზტზე თენგიზ კალანდაძეს ჩაანაცვლებს, რომელიც, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მიიჩნევს რომ უკანონოდ გაანტავისუფლეს და ოზურგეთის მერიის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას აპირებს.

'.$TEXT['print'].'