Freedom House: ოლიგარქის გავლენა აისახება ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე და მედია-გარემოზე
ავტორი: გურიის მოამბე
Freedom House: ოლიგარქის გავლენა აისახება ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე და მედია-გარემოზე

reedom House-ის დემოკრატიის რეიტინგში საქართველო შეფასებულია, როგორც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმი და კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგშია.

მას 61 ქულა აქვს მინიჭებული. გასულ წელს 63 ქულა ჰქონდა.

2019 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ატარებს რეგულარულ და კონკურენტულ არჩევნებს და რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ტრაექტორიამ გაუმჯობესება აჩვენა 2012-2013 წლებში, როცა ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა, თუმცა, ბოლო წლებში უკუსვლა შეინიშნება. ოლიგარქის გავლენა აისახება ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია-გარემოზე, კანონის უზენაესობა კი პოლიტიზაციით არის ძირგამოთხრილი. სამოქალაქო თავისუფლება არათანმიმდევრულად არის დაცული.

2019 წლის შეფასებისას მთავარ მიგნებებად Freedom House ასახელებს:

  • ივნისში თბილისში ათასობით ადამიანმა საქართველოში რუსული გავლენა გააპროტესტა მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა, რათა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა წაეყვანა. მთავრობამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალა გამოიყენა, რამაც, თავის მხრივ, კიდევ რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციები განაპირობა. მოთხოვნის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა, ხელისუფლებამ კი პირობა დადო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდებოდა.
  • სექტემბერში შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია პრემიერმინისტრის პოსტზე დაწინაურდა მას შემდეგ, რაც მამუკა ბახტაძე გადადგა.
  • ნოემბერში პარლამენტმა ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი, რომელიც საჭირო იყო, რათა არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დანაპირები შესრულებულიყო. ამან საპროტესტო აქციების განახლება განაპირობა.
  • ყველაზე დიდი ოპოზიციური არხის, რუსთავი 2-ის მფლობელის შესახებ სასამართლო დავა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, როცა 2019 წლის ივლისში საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერად ცნო. საბოლოო ჯამში, ტელეარხის მფლობელები პროსახელისუფლებო პირები გახდნენ, თანამშრომლების დიდმა ნაწილმა რ2 დატოვა და სექტემბერში ახალ მედიას, მთავარ არხს შეუერთდა.
'.$TEXT['print'].'