"ფეისბუკში" ყალბ გვერდებს ქმნიან და მომხმარებლებს ფულს სძალავენ
ავტორი: ლადო მენაბდე
"ფეისბუკში" ყალბ გვერდებს ქმნიან და მომხმარებლებს ფულს სძალავენ

სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ყალბ გვერდებს ქმნიან და ამ სოციალური ქსელი მომხმარებლებს ფულს სძალავენ.

დღეს მომხმარებელი "ამირან გირკელიძე" დამიკავშირდა ფეისბუკში და მეგობრად დამატება მთხოვა.

გამიკვირდა, რადგან ამირან გირკელიძე ოზურგეთის მერიის თანამშრომელია ამჟამად, მას გასული საუკუნის 90 იანი წლებიდან ვიცნობ, დიდი ხანია ფეისბუკში მეგობრები ვართ და თავიდან მოთხოვნაზე კითხვები დამებადა.

თუმცა ეს კითხვები თანხმობის მიცემის შემდეგ გამიორმაგდა, რადგან მომხმარებელმა ეგრევე მისი მეგობრისთვის 80 ლარის გადარიცხვა მთხოვა - წვდომა არ მაქვს და ორშაათს გაგისტუმრებო.

მე და ამირანს ასეთი ახლო ურთიერთობა არ გვაქვს , ამირანი ამ მოთხოვნას, რომელშიც დასაძრახი თავისთავად არაფერია, მაგრამ ჩემთან საკუთარ თავს არ აკადრებდა, მას უამრავი მეგობარი ყავს, თუმცა ყველაფერი საბოლოოდ გაცხადდა, როცა მე მივხვდი რა რომ "რაღაც ისე არ იყო" თანხმობა განვუცხადე და ანგარიშის ნომერი ვთხოვე - "მან" კი ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" ანგარიში გამომიგზავნა.

დავუკავშირდი სასწრაფოდ ამირან გირკელიძეს, რომელიც შეშფოთებული იყო მომხდარით - უკვე მეათე ხარო.

მე ვუთხარი კრისტალბეთის ანგარიშის ნომერს მოგწერ და გაარკვევ ვინაა მეთქი და .. ჰოი საოცრებავ ... ჩემი და ყალბი "ამირან გირკელიძის" მიმოწერა უცებ ისე გაქრა დასქრივაც ვერ მოვასწარი.

ასე რომ არ დაუჯეროთ არავის-ვინც ამ გზით ფულს გთხოვთ.

ისე ცნობისათვის.. 80 ლარი კიარა "ხვარაშანის" ფულიც არ მაქვს რომ იცოდეთ და ამიერიდან თავს ნუ შეიწუხებთ.

 

'.$TEXT['print'].'