"ნათელაშვილის ეზოს კლასტერი"- ვოლსკი გაერთიანებულ ოპოზიციაზე
ავტორი: გურიის მოამბე
"ნათელაშვილის ეზოს კლასტერი"- ვოლსკი გაერთიანებულ ოპოზიციაზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიციას საარჩევნო თემები არ აინტერესებს. მისი თქმით, ეუთო/ოდირის შენიშვნებზეა სამსჯელო, ასევე განსახორციელებელია საკონსტიტუციო ცვლილებები.

"კიდევ გავიმეორებ, ეს თემები არ არის საინტერესო ოპოზიციური კლასტერისთვის, რომელიც ჩამოყალიბდა ნათელაშვილის ეზოში. არ არის სინტერესო, ვინაიდან პერსპექტივა არის ძალიან დაბალი. კიდევ იქნება დასახელებული არაერთი მიზეზი, რომ ეს ცვლილებები არ იქნეს მიღებული და დესტრუქციული რეჟიმი იყოს მთავარი პოლიტიკური მექანიზმი, რომელსაც ისინი გამოიყენებენ", - განაცხადა ვოლსკიმ.

'.$TEXT['print'].'