"სააკაშვილს თუ პოლიტიკაში დაბრუნება სურს, უნდა ჩამოვიდეს"- ოქრუაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
"სააკაშვილს თუ პოლიტიკაში დაბრუნება სურს, უნდა ჩამოვიდეს"- ოქრუაშვილი

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როლზე ისაუბრა. როგორც ოქრუაშვილმა გადაცემაში განაცხადა, თუ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი აქვს ის ქვეყანაში უნდა ჩამოვიდეს.

„2012 წელს, როდესაც საქართველოში დავბრუნდი არანაირი შეთანხმება მე ახალ ხელისუფლებასთან, ივანიშვილთან არ მქონია. სრული რისკი გავწიე მხოლოდ მე, რა მოხდებოდა არავინ არ იცოდა, რამდენ ხანს დავრჩებოდი ციხეში, რა მიუღებლობა იქნებოდა ახალ ხელისუფლებაში, მაგრამ მე გავრისკე, ყოველგვარი დახმარების გარეშე. ამ რისკმა ჩემთვის გარკვეული შედეგი გამოიღო, მე შევიძინე ერთგვარი ბილეთი პოლიტიკაში დაბრუნების. თუ მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების, მან იგივე ტიპის რისკი უნდა გაწიროს “,-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

'.$TEXT['print'].'