დაპირისპირება პოლიციელებსა და არასრულწლოვნებს შორის - ნაცემია რამდენიმე ბავშვი
ავტორი: გურიის მოამბე
დაპირისპირება პოლიციელებსა და არასრულწლოვნებს შორის - ნაცემია რამდენიმე ბავშვი

ფიზიკური დაპრისპირება კომენდანტის საათის დროს - ქუთაისში, ნიკიას ქუჩაზე სოციალური საცხოვრებლის მცხოვრებლებსა და პოლიციას  შორის დაპირსპირება მოხდა.  ნაცემია რამდენიმე არასრულწლოვანი. 

ადგილობრივების ინფორმაციით, კორპუსის სადარბაზოსთან  მდგარ რამდენიმე პირთან სამართალდაცველები მივიდნენ და მათი დაჯარიმება გადაწყვიტეს, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ჩხუბში მეზობლებიც ჩაერთვნენ.

ადგილობრივები შსს მიმართავენ და დამნაშავე პოლიცილების დასჯას ითხოვენ.

"მოხდა ჩხუბი ეზოში. ბავშვები არიან დაშავებულები, გალახა მეოთხე რაიონის პოლიციამ. ერთმა პატარა შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას, თავში დასცხეს, ჩემი შვილი ჩაუდგა, ყველა ჩაუდგა. შეხედეთ ბავშვი რას ჰგავს,"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირებაში დაახლოებით ოცდაათამდე სამართალდამცველი ფიგურირებდა. ჯერჯერობით უცნობია რომელი მუხლით დაიწყო შსს-მ გამოძიება. 

'.$TEXT['print'].'