ოზურგეთის მერიამ 15 წლის ზვიად ჩხაიძისთვის სპეციალური მოწყობილობა შეიძინა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის მერიამ 15 წლის ზვიად ჩხაიძისთვის სპეციალური მოწყობილობა შეიძინა

ოზურგეთის მერიამ სოფელ ოზურგეთში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე, 15 წლის ზვიად ჩხაიძისთვის, რომელსაც კიდურების აღმდგენი პროცედურებითვის სპეციალური მოწყობილობა ესაჭიროება, 1 500 ლარის ღირებულების ტრენაჟორი შეიძინა.

მოწყობილობა მას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, მერის მოადგილე ირაკლი სირაძემ და სოფელ ოზურგეთში მერის წარმომადგენელმა ბადრი თავდუმაძემ გადასცეს.

'.$TEXT['print'].'