ევროპარლამენტში დღეს საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხზე იმსჯელებენ
ავტორი: გურიის მოამბე
ევროპარლამენტში დღეს საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხზე იმსჯელებენ

სამართლიანი სასამართლო და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა - საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხზე დღეს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში იმსჯელებენ. ევროდეპუტატები ამ კონტექსტში "მთავარი არხის" დამფუძნებლის გიორგი რურუას საკითხსაც განიხილავენ. ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მხარდამჭერი ევროპარლამენტარის ვიოლა ვონ კრამონის თქმით, კომიტეტში იმსჯელებენ, თუ როგორ მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუკი საქართელოს მთავრობა დანაპირებს არ შეასრულებს. 

ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ თუკი ხელისუფლება დანაპირების შესრულებაზე უარს იტყვის, დასავლეთიდან საქნციები არ ასცდება.

ეს შემთხვევა მარტო გიორგი რურუას თემა აღარ არის, თუმცა ისევ ვიმეორებ, ერთი ადამიანისთის, რომელიც ციხეში ზის, იმისთის ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ეს არ შესრულდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არჩევნებზე უბედურებას მოგვიწევს, თუ ის არჩევნებზე უბედურებას მოგვიწევს, სანქციები არ ასცდება და საბოლოო ჯამში მივალთ იმ ჩიხამდე, რომ ამ ეკონომიკური პანდემის პირობებში ჩვენ შეიძლება საერთაშორისო დახმარების გარეშე აღმოვჩნდე,- განაცხადა "ევროპული საქართელოს" გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროპაში ივანიშვილის პოლიტიკური კურსი უკვე ყველასთვის ნათელია. სამადაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშილის რეჟიმი იანუკოვიჩის გზას ადგას და ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლისგან ჩამოშორებას ცდილობს.

ევროპაში უკვე აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დაადგა იმ გზას, რომელსაც ჰქვია იანუკოვიჩის გზა, ანუ ჩამოშორება ქვეყნის რეალურად დემოკრატიული და ევროპული მომავლისგან და შესაბამისად, იწყება ზეწოლა ივანიშვილის ხელისუფლებაზე როგორც ეს თავის დროზე დაიწყო, ჩენ ეს გვახსოვს ძალიან კარგად უკრაინის შემთხვევაში,- განაცხადა სამადაშვილმა.

'.$TEXT['print'].'