"ყველასთან ვიქნები, ვინც კი "ოცნების" წინააღმდეგ წავა"- ბურჭულაძე პოლიტიკაში ბრუნდება
ავტორი: გურიის მოამბე
"ყველასთან ვიქნები, ვინც კი "ოცნების" წინააღმდეგ წავა"- ბურჭულაძე პოლიტიკაში ბრუნდება

საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის აზრით, „ოცნების” რამდენიმე ადამიანს წასასვლელი არსად აქვს, ხოლო ივანიშვილი სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან ელოდებიან, ყველგან ცუდად ექნება საქმე. ის იბრძოლებს ბოლომდე, თუმცა აუცილებლად დამარცხდება. 

კითხვაზე, გეგმავს თუ არა ქართულ პოლიტიკაში ჩართვას, ბურჭულაძე პასუხობს, რომ გამორიცხული არაფერია:

„არ ვიცი რომელიმე პარტიასთან ურთიერთობა მექნება თუ არა, მაგრამ ყველასთან ვიქნები, ვინც კი "ოცნების" წინააღმდეგ წავა. „ოცნება“ არის დამღუპველი, ამაში ყველა დავრწმუნდით. „ოცნება“ საქართველოს ღუპავს. ჩვენ კიდევ შეგვიძლია გადავრჩეთ, უარესზე უარესი არ დაილევა“, – განაცხადა ბურჭულაძემ გადაცემა „სთორიში“.

'.$TEXT['print'].'