რურუას გათავისუფლების მოთხოვნა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან - განხილვა დასრულდა
ავტორი: გურიის მოამბე
რურუას გათავისუფლების მოთხოვნა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან - განხილვა დასრულდა

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ევროპარლამენტის ტრიბუნიდან დღეს საქართველოს მიმართ უპრეცენდენტო გზავნილები და გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნა პირდაპირი ტექსტით გაისმა. ტერმინი პოლიტპატიმრები - ამჯერად ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის დევიდ მაკალისტერისა და ყველაზე გავლენიანი დეპუტატების პოლიტიკურ ლექსიკონში გაჩნდა. ასეთი მწვავე გამოსვლები ევროპარლამენტიდან  საქართველოს არცერთ ხელისუფლებას ახსოვს.

ევროპის დედაქალაქში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე ღიად აფრთხილებენ, რომ თუ ყველა პოლიტპატიმარი ციხეს არ დატოვებს და 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება, საპარლამენტო არჩვენების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. 

კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა და რამდენიმე დეპუტატმა პირდაპირ დაასახელეს პოლიტპატიმრების ვინაობა, მათ, ერთი მხრივ, მადლობა გადაუხადეს სალომე ზურაბიშვილს 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში შეტანილი წვლილისთვის, თუმცა ასევე თქვეს, რომ ამ დრომდე გათავისუფლებას ელოდება კიდევ ერთი პატიმარი, გიორგი რურუა და თუ ის არ იქნა გათავისუფლებული, 8 მარტის შეთანხმება ჩაშლილად ჩაითვლება.

მივესალმები 15 მაისის გადაწყვეტილებას და პოლიტპატიმრების გათვისუფლებას. ეს 8 მარტის შეთანხმების მნიშვნელოვანი ასპექტია. გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხი განსაკუთრებით მახარებს, რომელსაც ციხეში პირადად ვესტუმრე.  შეთანხმების ნაწილი შესრულებულია, თუმცა ერთი პოლიტპატიმარი, გიორგი რურუა ისევ საპატიმროში რჩება. მინდა ვკითხო ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს და წარმომადგენლების ჯგუფს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის და რას ვაკეთებთ, რომ ყველა პატიმარი გათავისუფლდეს, როგორც ეს 8 მარტის შეთანხმებაშია ჩაწერილი, - აცხადებს დევიდ მაკალისტერი. 

მინდა მივესალმო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უგულვას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე და მინდა ასევე გავაჟღერო ერთი სახელი, გიორგი რურუა, რომელიც არის დამოუკიდებელი მედია საშუალების მფლობელი, ჩემი გამოცდილებით ვხედავ, რომ ბრალდებები მის მიმართ არის არასწორი და ეს უნდა შეწყდეს, - ამბობს ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა.

მათ უნდა გაიზრონ, რომ ამ არჩევნებს ლაკმუსის ქაღალდის ეფექტი ექნება და გამოააშკარავებს, ნამდვილად დგას თუ არა ხელისუფლება ევროპისკენ მიმავალ გზაზე. აუცილებელია, ქვეყანაში არ იყვნენ პოლიტპატიმრები და არ მიდიოდეს ზეწოლა ტვ მედიებსა და მათ დამფუძნებლებზე, - ამბობს ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი.  

საგარეო კომიტეტზე გამართულმა დებატებმა დაადასტურა, რომ საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურობის გარეშე დარჩენის საფრთხე რეალურია. სვენ მიქსერის ანგარიშის განხილვისას, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა, უმთავრესი საკითხი 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შეთახმება იყო. 

'.$TEXT['print'].'