ილუზია არ გვქონია, რომ ზურაბიშვილმა შეწყალების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო - ოპოზიცია
ავტორი: გურიის მოამბე
ილუზია არ გვქონია, რომ ზურაბიშვილმა შეწყალების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო - ოპოზიცია

გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის საპატიმროდან გათავისუფლება "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, როგორც ამას თავად ამტკიცებდნენ. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილების შესახებ ბიძინა ივანიშვილს  თავადვე აცნობა.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მთავარი მიღწეული შედეგი - პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა და არა ის რიტორიკა, რომელიც  "ქართული ოცნების" ლიდერებმა აირჩიეს. მათივე თქმით, კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე პოლიტიკური პროცესები თავის კალაპოტს ვერ დაუბრუნდება.

" ბუნებრივია, არავის ჰქონდა ილუზია იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა ჩემი აზრით, დღესდღეობით ამ ანატომიის კვლევაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გარეთ არიან და ძალიან მნიშნელოვანია, რომ მოხდეს გიორგი რურუას გათავისუფლება იმისთვის, რომ შეთანხმების ეს ნაწილი ჩავთვალოთ შესრულებულად და შემდეგ ოპოზიციამ შეძლოს, რომ მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურისაბჭოს წევრი, თინა ბოკუჩავა. 

'.$TEXT['print'].'