"ოცნება" ცეცხლს კი არა, ქარიშხალს ეთამაშება- ხათუნა ლაგაზიძე
ავტორი: გურიის მოამბე
"ოცნება" ცეცხლს კი არა, ქარიშხალს ეთამაშება- ხათუნა ლაგაზიძე

8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაციის პრობლემებსა და პერსპექტივებზე, ასევე იმაზე, კორონავისრუსის გამო რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა საქართველო და პანდემიისგან რა გაკვეთილები მიიღო ქვეყანამ, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

„ოცნება“ ცეცხლს კი არა, ქარიშხალს ეთამაშება, არადა, ზურაბიშვილის ერთი შეწყალების აქტი მოხსნიდა ამ პრობლემას. თუ „კორონა“ „ოცნების“ საარჩევნო გასაღებია, ოპოზიციისთვის ასეთი გასაღები დასავლეთის პოლიტიკურ ელიტებთან ათწლეულობით აწყობილი ურთიერთობებია და ისინი საარჩევნოდ ამ არხს ბოლომდე გამოიყენებენ, რასაც „ოცნების“ ლობისტები ვერ გადაწონიან. ამიტომ, საღი აზრი უნდა კარნახობდეს „ოცნებას“, რომ 8 მარტის შეთანხმებაზე არ უღირს გაჯიუტება.

ამას ყველაფერს სააკაშილის ახალი რესურსები ემატება - რა თქმა უნდა, სააკაშვილი უკვე უკრაინის ოფიციალური სტატუსებით აღჭურვილი, უკეთ შეძლებს „ოცნების“ საერთაშორისო ასპარეზზე ისედაც შელახული იმიჯის კიდევ უფრო შერყევას და ამერიკის და ევროპის დედაქალაებში გადაწყვეტილების მიმღებთა დარწმუნებას, რომ ქართულ ოპოზიციას შეუძლია მყარად აიღო ქვეყნის მართვის სადავეები ხელში.

ამას ემატება ისიც, რომ თუ სააკაშვილმა მოასწრო და საქართველოს არჩევნებამდე დარჩენილ თვეებში რამდენიმე ძლიერი სვლა მაინც განახორციელა უკრაინის მთავარი რეფორმატორის რანგში, მაგალითად შეიყვანა ჩინეთიდან წამოსული ერთი-ორი მსოფლიო ბრენდი და ეს საყოველთაოდ გააპიარა - ეს გახდება „ნაციონალების“ დროშა ქართულ არჩევნებზე - ნახეთ, ჩვენ რა შევძელით უკრაინაში და რა შეგვიძლია საქართველოში. პირობითად - „მაიკროსოფტის“ თუ „ტესლას“ წარმოებების გადმოტანა და ეკონომიკური ბუმის მოხდენა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთიდან გამოსულმა მხოლოდ ერთმა კორპორაციამ უმუშევრად დატოვა 60 ათასი ჩინელი დასაქმებული. ასეთ მასშტაბებზეა საუბარი. სააკაშვილი ყველაფერს იზამს, რომ რაღაც მსგავსი დაატრიალოს უკრაინაში საქართველოს არჩევნაბამდე დარჩენილ 6 თვეში, თუმცა დრო ძალიან ცოტაა და ძალიან გაუჭირდება მოსწრება.

რეალურად, სააკაშვილი უკრაინაში შეუძლებელს შეეჭიდა და მაინც, თუ მან იქ შეუძლებელი შეძლო და ვთანხმდებით იმაზეც, რომ მისი იქ დანიშვნის გადაწყვეტილება, სულ მცირე, ამერიკასთან კონსულტაციების გარეშე ვერ მოხდებოდა, ის 21-ე საუკუნის ევროპის ისტორიული ფიგურა გახდება."

'.$TEXT['print'].'