შეძლებს თუ არა საპატრიარქო მონასტრების გარშემო 20 ჰექტრამდე მიწის დარეგისტრირებას- კანონპროექტი
ავტორი: გურიის მოამბე
შეძლებს თუ არა საპატრიარქო მონასტრების გარშემო 20 ჰექტრამდე მიწის დარეგისტრირებას- კანონპროექტი

კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მართლმადიდებელ ეკლესიას საშუალება მიეცემა  ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს. 

დღეს პარლამენტი ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს. გარემოს დაცვის კომიტეტში პროექტს მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილავენ და შემდეგ სესიაზე უყრიან კენჭს.

მესამე  სექტორში ამბობენ, რომ ეკლესია პრივილეგიებით სარგებლობს და ამ კანონმდებლობის მიღებით  სახელმწიფო სხვა რელიგიურ გაერთიანებებს დისკრიმინაციულ პირობებში ჩააყენებს.

საპატრიარქოს შესაძლებლობა ექნება სახელმწიფო ტყეები მიიღოს საკუთრებით. აქამდეც ჰქონდა მას გარკვეული პრივილეგიები ამ სფეროში, მხოლოდ, მიჩენის ფორმით, რაც საკუთრებას არ გულისმობს და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მასზე მეტი უფლება რჩებოდა. ახლა კი, ცვლილებების მერე, საპატრიარქო შეძლებს სრულად განკარგოს ეს ტყეები.

შესაძლებლობა ექნება გაასხვისოს ეს ტერიტორიები და რაც ყველაზე მთავარია, ეს უფლება ექნება ექსკლუზიურად საპატრიარქოს, სხვა არცერთ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს სახელმწიფო ტყის საკუთრების ფორმით მიღების შესაძლებლობა არ აქვს და არც ექნება ამ ცვლილებების შემდეგ, - აცხადებს "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი, მაკო ღავთაძე. 

'.$TEXT['print'].'