"ისინი ნაციონალურ მოძრაობის ოჯახის წევრები არიან"- ვოლსკი ევროპარლამენტარებზე
ავტორი: გურიის მოამბე
"ისინი ნაციონალურ მოძრაობის ოჯახის წევრები არიან"- ვოლსკი ევროპარლამენტარებზე

ევროპარლამენტის დეპუტატების კრიტიკას საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა. მან კრიტიკულად განწყობილ ევროდეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები უწოდა.

„იყო განცხადებები საკმაოდ მწვავე, როგორ იცის ჩვენმა საზოგადოებამ. ეს არის განცხადებები პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებისა, რომელიც ერთ ოჯახში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“. იყო საპირისპირო განცხადებებიც, რომ შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიონ, რომ ინფორმაციას გადამოწმება სჭირდება და ასე შემდეგ. ერთგვაროვანი არ არის ევროპარლამენტი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე გუშინ სვენ მიქსერის მიერ შედგენილი ანგარიში განიხილეს. ევროპარლამენტარები ოპოზიციური პარტიების ლიდერების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ 15 მაისს პოლიტპატიმრების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია, თუმცა ასევე უმთავრესია გათავისუფლდეს კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა. 

'.$TEXT['print'].'