გურიაში პირველადი ჯანდაცვის რეგიონალური სამსახურის მიერ მორიგი სადეზინფექციო საშუალებები დარიგდა
გურიაში პირველადი ჯანდაცვის რეგიონალური სამსახურის მიერ მორიგი სადეზინფექციო საშუალებები დარიგდა

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, პირველადი ჯანდაცვის რეგიონალური სამსახურის მიერ მორიგი სადეზინფექციო საშუალებები დარიგდა.

ოზურგეთის სოფლების 29 ამბულატორიას დღეს სადეზინფექციო, ანტისეპტიკური ხსნარები, პირბადეები, ფარები, საინფორმაციო ბუკლეტები და პლაკატები გადაეცა.

აღნიშნული დახმარების მიზანია ამბულატორიებში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია და მოქალაქეებისთვის ეფექტიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.

'.$TEXT['print'].'