"ამერიკა და ევროპა თავს გესხმით, საკუთარ ხალხს ეზიზღებით, უნდა წახვიდეთ"- გელბახიანი "ოცნებას"
ავტორი: გურიის მოამბე
"ამერიკა და ევროპა თავს გესხმით, საკუთარ ხალხს ეზიზღებით, უნდა წახვიდეთ"- გელბახიანი "ოცნებას"

ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რაც არ უნდა დიდი ზეწოლა იყოს დასავლეთის მხრიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე, „იარაღს აიღებს დღევანდელი ხელისუფლება და დაიცავს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის“.

როგორც გელბახიანმა ტელეკომპანია „კავკასიას“ გადაცემა „სპექტრში“ განაცხადა, „თუ ეს ოდნავ მაინც, 1 პროცენტით მაინც რეალობაა, მაშინ ცოდვაა ქართველი ხალხი და რაღაცნაირად სამზადისშიც უნდა იყოს, როცა ასე წარიმართება მოვლენები“.

„გახარიას მიმართ ალბათ ბრალდებას წამოაყენებენ, ჩემი ინფორმაციით, რომ მან დაიჭირა ის რეზიდენტი პირი, რომელსაც მფარველობდა ამერიკა და 15 წელი მიუსაჯეს ციხეში, გაშიფრა გახარიამ და ჩასვა ციხეში. ასეთ რაღაცეებს საგარეო პოლიტიკაში არ პატიებენ. იქ გაჩნდა ტექსტი, ამერიკის მტრებთან თანამშრომლობენო, ამოდენა დიდი ბრალდებებია, ამერიკა გდებთ ბრალს, ვალერი გელბახიანი კი არა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ბრალდებას აგისრულებენ, აგისრულებენ ყველაფერს, სიტყვა ჰაერში არ დარჩება, ამიტომ შეხედეთ თქვენს ფინალს, რა დასასრული გელით და რაღაცა ადამიანური, პოლიტიკური მანევრი გააკეთეთ, რომ თვითონ ხალხმაც არ დაგიწყოთ, ქართველმა ხალხმა დევნა. ამერიკელები რომ გდევნიან, ეს უკვე ჩანს და მალე დანახული იქნება ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ქვეყანაზე არ უნდა აისახოს იმიტომ, რომ ძალიან დიდი ნაწილი ქართულ საზოგადოებაში მიმოიხილავს ამას, რომ რაც არ უნდა მოხდეს იქიდან დიდი ზეწოლა, იარაღს აიღებს დღევანდელი ხელისუფლება და დაიცავს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. არა მგონია მე ახლა, თეორიულადაც არ ვუშვებ ამ ამბავს, მაგრამ თუ ეს ოდნავ მაინც, 1 პროცენტით მაინც რეალობაა, მაშინ ცოდოა ქართველი ხალხი და რაღაცნაირად სამზადისშიც უნდა იყოს, როცა ასე წარიმართება მოვლენები“, განაცხადა ვალერი გელბახიანმა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერები პრაქტიკულად არ ჰყავს.

„საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის აზრია, რომ თქვენ უნდა წახვიდეთ. ამერიკელები თავს გესხმიან, ევროპელები თავს გესხმიან, ადგილობრივ მოსახლეობას ზიზღი აქვს თქვენი, იმედი რისი გაქვთ? როგორ უნდა შეინარჩუნოთ ძალაუფლება?

 „ქართული ოცნების ლიდერებს უკვე სამყარო დებს ბრალს, რომ თქვენ ხართ მატყუარა, თაღლითი, გადამგდები ხელისუფლება... აგერ ნახავთ, რურუას თუ არ გამოუშვებენ; აგერ ნახავთ, გახარიას თუ არ მოხსნის ივანიშვილი, ამერიკული ინციდენტის გამო შეწირავს, იტყვის, მე არ ვიცოდიო, აბა მოვაშოროთ ხელისუფლებასო... ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ხალხს უნდა, დაგვიანებით, მაგრამ მოხდება იძულებით. ზეწოლა დიდია გარედან, აგრესია დიდია შიგნიდან, რკინა ვერ გაუძლებს ამას, ადამიანი კი არა.

„ამერიკის კანონით, თუ ფულის გათეთრება უკავშირდება ამერიკის საფინანსო სისტემას ან მის ინტერესებს, უფლება აქვთ დააპატიმრონ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე და წაიყვანონ ამერიკაში და ვიხილავთ ალბათ, არ იქნება ეს სასიამოვნო, მაგრამ თუ ესენი ძალიან გაჯიუტდნენ, ამ ჟურნალსაც ვიხილავთ, მძიმე იქნება, სამწუხარო იქნება, არ მივესალმები ამას, პირიქით. არ ვიცი, ჩვენ გვისმენს თუ არა ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მე ერთ რამეს ვურჩევდი, კიდევ გაქვს შანსი ბატონო ბიძინა. დღეს თქვენ შეგიძლიათ შეხვდეთ ქართულ ოპოზიციას, შეხვდეთ ყველა ცნობად ადამიანს, ვისაც საზოგადოება ენდობა და დაუდოთ პირობა, რომ გადიხართ პოლიტიკიდან და იძლევით გარანტიას, რომ საქართველოში ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები, ყოველგვარი ფულის, ზეწოლის და ა.შ. თქვენ გარეშე. მე მგონი ეს იქნება ღირსეული ნაბიჯი იმისთვის, რომ ეს ნერვიული სტრესი მოიხსნას ამ ქართველმა ხალხმა, ბრძოლაზე ფიქრს თავი დაანებოს და გავიდეს წმინდა დემოკრატიულ საარჩევნო პროცედურებზე. დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია დაგეთანხმებათ ხელშეუხებლობის გარანტიებზე და დაამშვიდეთ ქვეყანა, ეს შანსი თქვენ გაქვთ, სხვა შანსი თქვენ არა გაქვთ და ნუ ფიქრობთ ტყუილა... ეს არის ერთადერთი თქვენი სწორი გამოსავალი თქვენთვისაც, თქვენი ოჯახისთვისაც და საქართველოსთვისაც და ამით ავცდებით საერთაშორისო სკანდალებს და იმ დაპირისპირებას, რომელიც მოსალოდნელია თქვენს პირობებში“, განაცხადა გელბახიანმა.

 

'.$TEXT['print'].'