"ფონს გასასვლელად ეძებენ სკანდალურ საკითხებს"- იონათაშვილი "ნაციონალებზე"
ავტორი: გურიის მოამბე
"ფონს გასასვლელად ეძებენ სკანდალურ საკითხებს"- იონათაშვილი "ნაციონალებზე"

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, მმართველი გუნდი გამოეხმაურა. 

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელია, ოპოზიცია კი ინფორმაციას ამახინჯებს. 

"საერთაშორისო მხარდაჭერას იმსახურებს, თუნდაც იყოს გარკევულ ტერმინოლოგიაში შეუსაბამობები, მეტყლევებს იმაზე, რომ ოპოზიციას აქვს მთავარი პრობლემა - სკანდალური საკითხების ძებნა, რომლითაც ცდილობენ ფონს გავიდნენ ამ უპერსპექტივო ვითარებაში",-აცხადებს გია ვოლსკი. 

მმართველი გუნდის მტკიცებით, ოპოზიცია ცდილობს ინფორმაციის ინტერპრეტირებას და იმავეს აკეთებენ მის მიერ მართული ტელევიზიებიც. რეალურად კი სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყო სრულად დამოუკიდებელი და ერთპიროვნული.

"პრეზიდენტის განცხადებაში იყო რომ მან ცალსახად ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის უფრო საინტერესო იყო ის, რა რეაქციას ჰქონდა ნაც. კლასტერს და მის მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს, რომლებმაც მიზანმიმართულად დაიწყეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ თითქოს ეს განცხადება გაცილებით ადრე იყო შეთანხმებული. ამ დროს პრეზიდენტმაც ახსენა თავის განცხადებაში, რომ ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩააყენა საქმის კურსში კონკრეტული ინსტიტუტების პირველი პირები, რაც სავსებით ლოგიკური და ნორმალურია",-აღნიშნავს რატი იონათამიშვბილი.

შეგანხსენებთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტპატიმრების შეწყალების საკითხი ბიძინა ივანიშვილთან შეათანხმა, "რუსთავი 2-ის" ეთერში ზურაბიშბილმა ისაუბრა გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე და განაცხადა რომ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილს შეატყობუინა, თუმცა პრეზიდენტი ამბობს რომ შეწყალების საკითხი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

 

 

'.$TEXT['print'].'