მუშტი-კრივი ოზურგეთში- ერთმანეთს მაღაზიის მეპატრონე და მყიდველი დაუპირისპირდნენ
ავტორი: გურიის მოამბე
მუშტი-კრივი ოზურგეთში- ერთმანეთს მაღაზიის მეპატრონე და მყიდველი დაუპირისპირდნენ

რამოდენიმე წუთის წინ ჩხუბი და დაპირისპირება იყო ოზურგეთში, აბაშიძის ქუჩაზე.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მაღაზიაში ქალმა შარვალი იყიდა და ცოტახანში უკან დაბრუნდა, რადგან პატარა ზომა აღმოჩნდა, უნდოდა გადაეცვალა საჭირო ზომაში. ამის წინააღმდეგ წავიდა მაღაზიის მეპატრონე და დავაც ამ ნიადაგზე დაიწყო.

კამათი მუშტი-კრივში გადაიზარდა, რის გამოც საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. საპატრულო ეკიპაჟმა ჩხუბის მონაწილეები დასაკითხად განყოფილებაში გადაიყვანა.

'.$TEXT['print'].'