"ბოლო ზარი" ოზურგეთში- ფოტოზე მეტი
ავტორი: გურიის მოამბე
"ბოლო ზარი" ოზურგეთში- ფოტოზე მეტი

დღეს, 20 მაისს საქართველოს საჯარო სკოლების მე-12 კლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა. covid 19 - ის პანდემიის გამო, საქართველოში სკოლები 2 მარტიდან დაიხურა და მოსწავლეეები და პედაგოგები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.

პომპეზურობის და ჟივილ-ხივილის გარეშე ჩაიარა დღევანდელმა დღემ ოზურგეთშიც. ბავშვებმა სიმბოლურად წარწერებიანი მაისურები ჩაიცვეს, ერთმანეთს წარმატება უსურვეს და ქალაქის ქუჩებში გაისეირნეს.

შეგახსენებთ, ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები. 15 მაისს, განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა არ გამორიცხა, რომ გამოცდებს ივლისის ნაცვლად აგვისტოში დანიშნავენ. მინისტრის განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილებას ეპიდსიტუაციის მიხედვით მიიღებენ.

'.$TEXT['print'].'