რეკომენდაცია სიცოცხლისთვის
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
რეკომენდაცია სიცოცხლისთვის

 

ძვირფასო მეგობრებო მოკლე და სიცოცხლისათვის აუცილებელ განმარტებას გავაკეთებ , თქვენი სიცოცხლის რეალურად დასაცავად. ვითვალისწინებ ამ დაქცეულ ეკონომიკას და ხალხის მწირ შესაძლებლობებს. განვმარტავ , თქვენთვის გასაგებ, არასამედიცინო ენაზე. ოდითგან ძლიერი, ცბობილი , პრაქტიკოსი ექიმები, ყველაფერს რომ აკვირდებოდნენ მედიცინაში, ახლობლების გარემოში------მარტ-აპრილ-მაისს სიკვდილების თვეებს უწოდებდნენ. ამასვე ამტკიცებსა სტატისტიკა. რადგან გაზაფხულზე სისძლძარღვებს ისე უჭირს, როგორც არასდროს. ამიტომაცაა ინფარქტების და ინსულტების რიცხვი, ათეროსკლეროზულ სისხლძარღვების მქონეებში. დღეს კი, მოუწესრიგებელი ცხოვრების და არსებული , ყოველმხრივ დაუცველი გარემოს პირობებში, ვის აღარ აქვს სისხლძაღღვების ათეროსკლეროზი. ამ დაავადებაზე მეტაბოლური მექანიზმების განხილვის დროს, ხშირად ვსაუბრობ თქვენთან და კიდევ ცალკე თემად ვისაუბრებ. დღეს სკოლის მოსწავლეებში ,იწერება უკვე ათეროსკლეროზი დიაგნოზად . ანუ სისხლძარღვის ნაადრევი დაბერება. გასაოცებელი ბევრი ფაქტებია, იმდენ 30 წლამდე ახალგაზრდას ვმკურნალობ ქოლესტერინზე. მოგეხსენებათ, ეს ამ სინდრომის არეალია. სისხლძარღვების მკურნალობას კომპლექსურად ვუდგები. ვსწავლობ , კონკრეტული პაციენტის ფიზოლოგიური სტატუსის ყველა შტრიხს და ვაბრუნებ გადახრილ პარამეტრებს ნორმაზე .რა თქმა უნდა გაწმენდის ფონზე. ძირითადად, ფიტოთერაპიით და ამერიკული და ევროპული ფიტოპრეპარატებით. არასოდეს ეწ ქოლესტერინის დამგდები მედიკამენტი არ დამინიშნია. მაგრამ, მყარი შედეგი ყოველთვის მაქვს. რადგან, ეწ ქოლესტერინის საწ პრეპარატებს დროებითი ეფექტი აქვთ და ვერ მუშაობენ მექანიზმზე , ჯანსაღი ფიზიოლოგიური სტატუსის დასაბრუნებლად .ხან, რატომ კვდებიან ადამიანები მაინც, როცა მათ აქვთ ორი გვერდი დანიშნულებები. იმიტომ რომ სისხლძარღვის კედლის გაფრთხილება არ ხდება. მეგობრებო მარტივად გიხსნით ,რომ გაიგოთ. რადგან ეს ,სიკვდილ- სიცოცხლის საკითხია. ზოგი,. ეწ გამათხიერებლებს სვამს და მაინც კვდება. რადგან ის ათხიერებს სისხლს და ამასთანავე თხიერდება და ფაშარი ხდება სისხლძარღვის კედელი, რომელის დაუცველობაა სწორედ ფუძე ინსულტის ან ინფარქტის ან უეცარი სიკვდილის. რატომღაც ამ ეწ გამათხიერებლების წვიმაში, ძნელად შეხვდები თავად სისხლძარღვის დაცვას. წამალს როცა ნიშნავ, იმაზეც უნდა იფიქრო, კარგთან ერთად რა ცუდი შეიძლება გააკეთოს მან. რატომ გავაკეთე ეს შესავალი. მე ბევრჯერ აგიხსენით ემბოლიით უეცარი სიკვდილის მექანიზმი. ახლა ძალიან მარტივად ვიტყვი , ერთი შტრიხის შესახებ. კოაგულაციის მექანიზმები რომ გავშიფროთ, ბოლოს მაინც მივადგებით თითქოს უმარტივეს ,მაგრამ სასიცოცხლო მომეტს. ყველაფერი გენიალური ხომ მარტივია, როგორც ნიუტონმა თქვა. რა თქმა უნდა გაზაფხულის დადგომამდე ,აუცილებლად საჭიროა დე ვიტამინით შევსება ხანგრძლივი კურსით. რადგან ,დე სხვა იდეალურ თვისებებთან ერთად სისხლძარღვის განმამტკიცებელია.ასევე კალციუმიც. მაგრამ, უამრავი კალციუმიც რომ მიიღოთ ,ის არ შეიწოვება ,თუ დე- ფონი არ არის. ჯანმოს დასკვნით საქართველოს მოსახლეობის 99 პროცენტს დე ვიტამინის უკმარისობა აქვს. არ მოგატყუოთ ანალიზში, მისმა ნორმულმა დონემ. როცა ორგანიზმში პრობლემებია, ის პერიოდულად ვარდება დაბლა. ეს შესავალი იმისთვის გავაკეთე, რომ მთავარზე ადვილად მივსულიყავით. მიუხედავად, იმ რთული კოაგულაციური მექანიზმების განვითარებისა, რომლებიც ხდება----------ინფარქტის, ანევრიზმის, ინსულტის ან უეცარი სიკვდილის დროს, ყველაფერი მაინც დადის ერთ მომენტამდე. ეს არის----------რუტინის ნაკლებობა. ყველაფერი რომ აირიოს და გათავდეს- კრეატინოფოსფატის ჩათვლით, სისხლძარღვი არ გასკდება, ადამიანი არ მოკვდება და არც ინსულს ან ინფარქტს ან ანევრიზმას არ დაიმართებს, თუ რუტინის რიცხვი ბოლომდე არ დაეცა. იგივე მექანიზმია კუჭის პერფორაციის ანუ გახევის დროს. ამას არავინ არ გასწავლით და თქვენი სიცოცხლის დასაცავად გეუბნებით------------რუტინით შეივსეთ მეგობრებო. ახლა კიდევ ერთი საჭირო შტრიხი. როცა ადამიანი შეძლებულია, ვნიშნავ ამერიკულ ან კანადურ რუტინს. ის ძვირია. მაგრამ საბედნიეროდ ,აფთიაქებში კვლავ დარჩენილი და ძალაშია, ადრინდელი წარმოების რუტინი, რომელიც ამ ახალ ყბადაღებულ ფარმაციულ კომპანიებს ჯერ არ ჩავარდნიათ სახრავად ხელში. აბსოლუტურად იგივეა. ახლობლები გვეუბნებიან მე და ჩემს ძმას- ასაკი გემატებათ და არც შეხედულება გემატებათ და საოცრად ჯანმრთელები ხართო. დედა იყო უმაღლესი კატეგორიის ექიმი და მახსოვს, ბავშვობაში სულ ძალით გვასმევდა წელიწადში ერთხელ, მაინც, რუტინს. სისხლიანი ჰემატომების, ვენოზური კვანძების პათოლოგიური ანასტომოზების, ტრავმების და დარღვეული მიკროცირკულაციების გამოსწორებაში, ის ჩემი საიმედო მედიკამენტია. ბევრმა დედამ ალბათ არ იცის, როცა მის ბავშვს პატარა ტრავმის დროსაც რუტინს ვუნიშნავ, რა სიკეთეს ვუკეთებ. ამ დაზიანებულ ქსოვილს მომავალი სიმსივნისგან ვიცავ. სიმსივნეები ხშირადაა ,მოუვლელი, თუნდაც, პატარა ტრავმების შედეგად. სამი ლარი ღირს 50 ტაბლეტი. ჩათვალეთ სიცოცხლე დაცულია. მაგრამ, თუ სხვა პრობლემებსაც მოიწესრიგებთ და სხვა დანაკლისებსაც, მაშინ მით უფრო. მიიღეთ -პრეპარატი ასკორუტინის სახით. განსაკუთრებით ახლა --------მაისში. ყველაზე სასურველია მისი კურსი თებერვლის ბოლოდან. ჯანმრთელობას და ბედნიერ სიცოცხლეს გისურვებთ.

 

'.$TEXT['print'].'