საფრანგეთი საქართველოს 190 მლნ ევროს გამოუყოფს
ავტორი: გურიის მოამბე
საფრანგეთი საქართველოს 190 მლნ ევროს გამოუყოფს

საფრანგეთი საქართველოს 190 მლნ ევროს გამოუყოფს ფინანსური მხარდაჭერის სახით - ამის შესახებ შეთანხმებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, საფრანგეთის ელჩმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა მოაწერეს ხელი.

„მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას ამ ხელშეკრულებებზე ხელმოწერა. ეს არის გადაუდებელი პაკეტი, მაგრამ ასევე, გვაქვს სურვილი, მომავალში დახმარების სხვა პროგრამებიც იყოს შემუშავებული მეტი სოლიდარობისთვის, მეტი ეკონომიკური განვითარებისათვის, ასევე, მაგალითად, ჰოსპიტალების აღჭურვისათვის. საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ამ ეტაპზე, მაღალ საფეხურზეა და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს საფრანგეთის ელჩი საქართველოში.

ხელშეკრულებები ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

'.$TEXT['print'].'