ექსკლუზივი: ჩოხატაურში სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს
ავტორი: გურიის მოამბე
ექსკლუზივი: ჩოხატაურში სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს. 

როგორც "გურიის მოამბისთვის" ხდება ცნობილი, აფეთქება დღეს დილით გამთენიისას მოხდა. სავარაუდოდ შენობაში მდებარე ბანკომატის გასატეხად.

ადგილზე იმყოფება ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი. დამატებით დეტალებს შემოგთავაზებთ მოგვიანებით.

შეგახსენებთ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი, რამოდენიმე წლის წინ საზეიმოდ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ხოლო ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს დაწესებულება სამჯერ გაქურდეს.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

'.$TEXT['print'].'