ამერიკა ჯანდაცვის სფეროში რუსული დეზინფორმაციული ქსელის გამოსავლენად პრემიას აწესებს
ავტორი: გურიის მოამბე
ამერიკა ჯანდაცვის სფეროში რუსული დეზინფორმაციული ქსელის გამოსავლენად პრემიას აწესებს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯანდაცვის სფეროში რუსული დეზინფორმაციული ქსელის გამოვლინებისთვის პრემია დააწესა- $250 000-ის ოდენობით. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგრანტო ანგარიშის დეტალების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა GRANTS.GOV-ზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ფული ჯანმრთელობასა და ჯანდაცვის სხვადასხვა აქტორების მისამართით რუსული დეზინფორმაციული ქსელის შესახებ კონკრეტული მტკიცებულებებზე ანგარიშის მომზადებისთვის იქნება გაცემული.

რუსეთის საელჩომ ამერიკაში, სახელმწიფო დეპარტამენტი კორონავირუსული პანდემიის განმავლობაში გარე მტრის ძიებასა და ამორალურ ქმედებებში დაადანაშაულა.

ამერიკულმა გამოცემებმა, CNN, FINANCIAL TIMES, THE NEW YORK TIMES თვის დასაწყისში სპეციალური რეპორტაჟები და სტატიები მიუძღვნეს იმ ფაქტს, თუ როგორ აყალბებს რუსეთში რეალურ სურათს, რომელიც კოვიდ 19-ის გავრცელებას უკავშირდება ქვეყანაში. ჟურნალისტების ინფორმაციით, კრემლი გარდაცვლილთა 70 %-ის შესახებ ინფორმაციას მალავს და ფატალური შემთხვევების მიზეზებად დაღუპულებს სხვადასხვა დაავადებებს უწერენ.

'.$TEXT['print'].'