მოქალაქეები ენდობიან სასამართლოს, მაშინ რატომ მიდიან იქ საკუთარი ნებით? — სოფო კილაძე
ავტორი: გურიის მოამბე
მოქალაქეები ენდობიან სასამართლოს, მაშინ რატომ მიდიან იქ საკუთარი ნებით? — სოფო კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ფიქრობს, რომ სასამართლოსადმი მიმართვიანობა გაზრდილია, რასაც იმით ხსნის, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე ენდობა სასამართლოს. ამით ქართული ოცნების დეპუტატმა, სოფო კილაძემ კომიტეტზე ანგარიშის წარსადგენად მისულ ომბუდსმენს უპასუხა, რომ "სასამართლოში მძიმე სიტუაცია არაა".

"როცა თქვენ საუბრობდით სასამართლოში უმძიმეს სიტუაციაზე, ჩემი აზრით, არ გვაქ საფუძველი რომ სასამართლოში მძიმე სიტუაციაა იმ უბრალო მიზეზით, რომ თუ, დაახლოებით, 2010-11 წლებში 60 000 ადამიანი მიმართავდა სასამართლოს, დღეს უკვე 300 000 ადამიანამდე არის ასული ეს რაოდენობა წლიურად. პირდაპირ მიუთითებს, რომ ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი რაოდენობა ენდობა სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვერ ავხსნი, რატომ მიდიან ადამიანები საკუთარი ნებით სასამართლოში სხვადასხვა საკითხის განსახილველად.", — თქვა სოფო კილაძემ

'.$TEXT['print'].'