ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ოზურგეთის სკვერისა და ბახმაროს პარკის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა
ავტორი: გურიის მოამბე
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ოზურგეთის სკვერისა და ბახმაროს პარკის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს. 

მათი ინფორმაციით, ფონდმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში დასასვენებელი პარკის და ქალაქ ოზურგეთში სამკუთხა სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის ფარგლებში, ბახმაროს პარკისა და ოზურგეთის სკვერში მოეწყობა ბილიკები, ამფითეატრი, საბავშვო და სპორტული ზონები, ფანჩატურები. ტერიტორიაზე დამონტაჟდება სკამები, წყლის სოკოები, ნაგვის ურნები, ლამპიონები. გამწვანდება პარკის ტერიტორია, რომელიც დაიყოფა სხვადასხვა დანიშნულების ზონებად და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ოზურგეთის სკვერისა და ბახმაროს პარკის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა

'.$TEXT['print'].'