საჭიროა 8 მარტის შეთანხმების მეორე ნაწილის შესრულებაც - კელი დეგნანი
ავტორი: გურიის მოამბე
საჭიროა 8 მარტის შეთანხმების მეორე ნაწილის შესრულებაც - კელი დეგნანი

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ საქართველოში შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩებმა გააკეთეს. კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ცვლილებების მიღება მნიშვნელოვანია, პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებისთვის, ეუთო-ოდირის რეკომენდაციების გათვლისწინება კი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას უზრუნველყოფს.

კელი დეგნანი კი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია 8 მარტის ორივე პუნქტის შესრულება.

8 მარტის შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგისა და კომპრომისების მიღწევის შედეგად შედგა, ახლა კი ყველას გვსურს ვიხილოთ, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდება. ორი კენჭისყრის პროცესმა კარგად ჩაიარა, მაგრამ საჭიროა, შეთანხმების მეორე ნაწილის შესრულებაც. ვიმედოვნებ, შეთანხმება შედგება. ასევე ვიმედოვნებთ, რომ ოქტომბრის არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება, - აცხადებს აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი. 

'.$TEXT['print'].'