ივანშვილის კლანი, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ტალღას იწყებს- გვარამია
ავტორი: გურიის მოამბე
ივანშვილის კლანი, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ტალღას იწყებს- გვარამია

ახალი შეტევა კრიტიკულ მედიაზე. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, "ქართული ოცნების" მთავარი სამიზნე, მთავარი არხი, ფორმულა და ტვ პირველია. შტურმს სათავეში უდგას თბილისის მერი, კახი კალაძე, რომლმაც პირველი დარტყმა დაგვიანონსა და სულ რამდენიმე წუთში, ზუსტად საღამოს ათ საათზე გეგმავს ყალბი ახალი ამბების გამავრცელებლების მხილებას. "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პირდაპირი ჩართვისთვის, კალაძემ უკვე გამოფინა საგანგებო პოსტერიც, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებისას გამოყენებული შავი პაირის სისხლიანი ელემენტების სტილშია გაკეთებული. მედია მფლობელების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შემდეგ, ბიძინა ივანშვილის კლანი ახლა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ტალღას იწყებს.

სამმაგი დარტყმა განხორციელდა დღეს "მთავარ არხზე", - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. გვარამია კრიტიკული მედიის მისამართით "ქართული ოცნების" შტურმს გამოეხმაურა. ამბობს, რომ ამ ყველაფერს, მმართველი გუნდი საკუთარი დანაშაულების გადასაფარად აკეთებს.

კონკრეტული მიზანი აქვს კალაძის დღევანდელ პერფორმანსს და იმას, რაც მოხდა პარლამენტში და რაც მოხდა სუს-ში. სამმაგი დარტყმა განხორციელდა დღეს "მთავარ არხზე". პირველი იყო ბავშვთა პორნოგრაფიით ძალიან შეწუხებული "ქართული ოცნების" დეპუტატები, რომლებიც ჩვენი სიუჟეტით შეწუხდნენ და არა იმით, რომ პროკურატურამ აქამდე ვერ მოახერხა ამ ვიდეოების აღება გამავრცელებელი საიტებიდან. მაგრამ მთავარი იყო, რომ "მთავარი არხი" ეხსენებინათ ცუდ კონტექსტში. მეორე საკითხი იყო სუს-ში აღძრული საქმე საბოტაჟზე. ეს პირველად ხდება საქართველოს მედიის ისტორიაში. "ფეიკ ნიუსების" ოფიციალური ქარხანა მუშაობს "იმედის", "პოს ტივის", "პირველი არხის", "რუსთავი ორის", სახელისუფლებო არხების სახით და იმათთან დაკავშირებით არაფერი ხდება და ჩვენთან დაკავშირებით, აბსოლუტურად სწორ თარგმანზე უკვე მეორედ იბარებენ აზერბაიჯანის მოსახლეობას. ეს ემსახურება მოსახლეობის დაშინებას და "მთავარი არხის" დისკრედიტაციას. მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რომ "ფეიკ ნიუსი" დაადგინა რომელღაცა არასამთავრობომ, მთავარია, რომ სუს-მა აღძრა საქმე და გამოძება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. თითქოს ჩვენ ამით არ ვიცი რას ვსაბოტირებდით, წავიკითე მაგრამ ვერ გავიგე. ეს სამმაგი დარტყმა ემსახურება სხვა რამეს, ძალიან კარგად იცის "ქართულმა ოცნებამ" ჩვენ რა მძიმე დანაშაულში გვყავს ისინი გამოჭერილი, და იმას რასაც ისინი აკეთებენ, მედიისა და პიარის ენაზე ჰქვია გადაფარვა, ვერ გადაფარავენ, ელოდონ სასიკვდილო განაჩენს, ძალიან მალე, "მთავარი არხის" ეთერში, - ამბობს გვარამია. 

'.$TEXT['print'].'