ოზურგეთში ტურისტულ ობიექტებს დამცავი ფარები და ფლაერები გადაეცათ
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში ტურისტულ ობიექტებს დამცავი ფარები და ფლაერები გადაეცათ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით ტურისტულ ადგილებში, Covid 19 - ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში საინფორმაციო სტიკერები, ბროშურები და დამცავი ფარები დარიგდა.

ოზურგეთის მერიის, ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ალეკო მამეშვილმა და ტურიზმის განყოფილების უფროსმა ირინა შალამბერიძემ ინვენტარი მომსახურების სფეროს თანამშრომლებს: მუზეუმებს, საოჯახო სასტუმროებსა და პროექტ „ჩაის გზის“ მონაწილეებს მიუტანეს.

ინვენტარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გაეროს განვითარების პროგრამამ გადმოსცა.

'.$TEXT['print'].'