ცნობილი ოზურგეთელი მწვრთნელის - სოსო გაგუას ხსოვნას პატივი მიაგეს
ავტორი: გურიის მოამბე
ცნობილი ოზურგეთელი მწვრთნელის - სოსო გაგუას ხსოვნას პატივი მიაგეს

ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ "ბასას"ყოფილმა ფეხბურთელებმა სოსო გაგუას ხსოვნას პატივი მიაგეს;

"მრავალი ათეულობით ბავშვი აზიარა ფეხბურთს "მირიანოვიჩმა", მისი აღზრდილები წლების განმავლობაში თამაშობდნენ ოზურგეთის"მერცხალში' და ქვეყნის მოწინავე კლუბებში,ნათელი და სანთელი მის ხსოვნას" - წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაგუას უახლოესი მეგობარი ხარიტონ ჩხატარაშვილი.

სოსო გაგუა 2014 წელს, ოზურგეთსი,  65 წლის ასაკში გარდაიცვალა 

პირველად ოზურგეთის "მერცხალის" მთავარი მწვრთნელი 1986 წელს გახდა და 1987 წელს ოზურგეთმა მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მომდევნო წლებში, 2014 წლამდე "მერცხალს" რამდენჯერმე ხელმძღვანელობდა.

90-იან წლებში დაარსა საფეხბურთო კლუბი "ბასა" სადაც ათეულობით ფეხბურთელი აღიზარდა და წლების განმავლობაში ტამაშობდნენ ქვეყნის სხვადასხვა კლუბებში.

'.$TEXT['print'].'