"ლანჩხუთის მერი თავად გახდება სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი"
ავტორი: გურიის მოამბე
"ლანჩხუთის მერი თავად გახდება სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი"

მუნიციპალური ფაშიზმი თუ ლანჩხუთის კულტურულ დაწესებულებაში მომხდარი  უკულტურობა

"ნაციონალური მოძრაობა" ლანჩხუთის ხელისუფლების მიერ ხელოვანი ადამიანების დევნას ეხმაურება

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, მთავარი ოპოზიციური გაერთიანების ადგილობრივი ლიდერი, დავით მჟავანაძე, ლანჩხუთის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ სრულად:

"ცნობილი ქორეოგრაფი  მელის ნადირიძე  კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა დავით წერეთელმა მხოლოდ იმიტომ გაანთავისუფლა, რომ არც მეტი არც ნაკლები მელის ნადირიძე ოზურგეთელი იყო.  მიუხედავად იმისა რომ სასამართლომ მელის ნადირიძის მიმართ განხორციელებული მოქმედება პირდაპირ შეაფასა როგორც დისკრიმინაცია, ლანჩხუთის მერს ყურიც არ გაუბარტყუნებია. ამისგან გათამამებულმა წერეთელმა უკვე ლანჩხუთის კულტურის სახლის მენეჯერი ყველა ლანჩხუთელისათვის ცნობილი კაცი გია იმნაიშვილი მოხსნა არც მეტი არც ნაკლები იმისათვის, რომ მან მელის ნადირიძის პროცესზე მოწმის სახით ჩვენება მისცა. იმნიაშვილის მოხსნა კი რეორგანიზაცია შტატების შემცირებით შეფუთა და არ იკითხავთ რა მოხდა? რეორგანიზაციის შედეგად მხოლოდ იმნაიშვილი გაანთავისუფლა, თანაც შტატი კი არ შეამცირა გაზარდა და ერთი გია იმნაიშვილის მოხსნის ხარჯზე დამატებულ ორ შტატზე - დურგალი და სცენის მუშა დანიშნა.  ამავე დავით წერეთელმა მანამდე სამსახურიდან გაანთავისუფლა თამაზი ცინცაძე- მისი ასაკის გამო, რაცა სევე დაუშვებლად მიგვაჩნია.

ლაჩხუთი მერი კი ამ დროს ზის და ითვლის  წერეთელის მიერ წაგებული პროცესებით მუნიციპალიტეტის გადასახდელ თანხებს და სამსახურიდან გაყრილ ადამიანებს,  ამას ისე მშვიდად აკეთებს ვითომც ლანჩხუთის აიპის დირექტორად უკვე სასამართლოს მიერ აღიარებული დისკრიმინატორი კი არა ბრეხტი ყავდეს.  ასე რომ ლანჩხუთელ ქოცებს ისეთი იდეები მოსდით თავში, ადოლფ ჰიტლერის კულტურის დეპარტამენტის პრეზიდენტის, გებელსის ფანტაზიაც რომ ვერ გაწვდებოდა.

თავისთავად "ნაციონალური მოძრაობა" გმობს ლანჩხუთის მერიის მიერ განხორციელებულ დევნას შემოქმედი ადამიანების წინააღმდეგ და კატეგორიულად მოვითხოვთ სარიშვილისაგან შეწყვიტოს ამ ღვაწლმოსილი ადამიანების დევნა შევიწროება. დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვპირდებით საზოგადოებას, რომ, ლანჩხუთის მერი, ცოტა ხანში თავად გახდება სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი განხორციელებული უკანონო ქმედებების გამო" - ნათქვამია მჟავანაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

'.$TEXT['print'].'