ბნელ ოთახში კატას ნუ ეძებთ- თურნავა ივანიშვილის მიერ შესაძლო ფულის გათეთრებაზე
ავტორი: გურიის მოამბე
ბნელ ოთახში კატას ნუ ეძებთ- თურნავა ივანიშვილის მიერ შესაძლო ფულის გათეთრებაზე

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ბიძინა ივანიშვილის მიერ შესაძლო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით კითხვას "ბნელ ოთახში კატის ძებნას" ადარებს. მისი თქმით, მსგავსი კითხვები ამორალურია. ჟურნალისტმა თურნავას ჰკითხეს რას ფიქრობდა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთმა კომპანიამ თბილისის იპოდრომი გაყიდა და ისევ ივანიშვილის ფონდმა ქართუმ შეისყიდა.

"ქართუ ფონდს საიდან აქვს სახსრები? ეს კითხვა გაქვთ? ამორალურია, რაზეც ლაპარაკობენ. იყო საუბარი, რომ ქართუ ფონდს საიდან აქვს სახსრები. ძალიან კარგად იცის ყველამ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი არიან ერთადერთი მთავარი ბენეფიციარები და შემომწირველები ქართი ფონდის. უზარმაზარი ქველმოქმედება აქვთ მაგათ ქართუ ფონდის მეშვეობით განხორციელებული, 3 მილიარდზე მეტი საერთაშორისო აუდიტით დადასტურებული და ამ მიმართულებით. ქველმოქმედებასთან დაკავშირებით არ აქვთ შეკითხვები? ძალიან გთხოვთ, ბნელ ოთახში კატას ნუ ეძებთ, დავკავდეთ საქმით", — განაცხადა თურნავამ.

ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივნიშვილის საკუთრებაში მყოფმა შპს ინვესტ კაპიტალმა არსებული იპოდრომი გაყიდა და ისევ ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ქართუმ შეისყიდა.

"იპოდრომი გაიყიდა. გამყიდველი — ბიძინა ივანიშვილი (შპს ინვესტ კაპიტალი), მყიდველი — ბიძინა ივანიშვილი (ფონდი ქართუ), ფასი — 60 მილიონი... იპოდრომის აღორძინება უნდა და ძველი კომპანია ვერ იზამდა? ფული გაათეთრა? საარჩევნოდ ფულის მობილიზება გააკეთა? ფონდ ქართუს მიწის საყიდლად ფული თვითონ მისცა, ოფშორულმა კომპანიამ, თუ სხვამ? მოკლედ კითხვა ბევრია...", — წერს აბესაძე.

'.$TEXT['print'].'