"განათლებული ადამიანი იმდენად ნატურალურია, მას გული თვალებში უციმციმებს"- სულა სულაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
"განათლებული ადამიანი იმდენად ნატურალურია, მას გული თვალებში უციმციმებს"- სულა სულაშვილი

" მთელი ცხოვრება ვაკვირდები განათლებულ ადამიანებს და იცი, რა აღმოვაჩინე? მათ გააჩნიათ მინიმალური თვითმოთხოვნილებები და მაქსიმალური ვალდებულებები. განათლებულ ადამიანებს არ ახასიათებს საწყისი ცხოველური ინსტიქტები და იმდენად ნატურალურები არიან, გული თვალებში უციმციმებთ...
განათლებული ადამიანი ვერასოდეს განიცდის პირად კეთილდღეობას და ბედნიერებას, თუ მის ქალაქში, სოფელში, ქუჩაში, ხელგამოწვდილი მოხუცი, ან ბავშვი მათხოვრობს. მათ ამ დროს ამაყად თავაწეული სიარულის რცხვენიათ...
განათლებული ადამიანი უგნური კაცის სისულელეზე იღიმება, მაგრამ მას არასოდეს დასცინის...
მათ არ უყვართ კამათი იდიოტებთან, რადგან იციან, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც თავხედს და უტიფარს გამარჯვების გვირგვინს ადგამენ...
განათლებული ადამიანი იმდენად ნატურალურია, მას გული თვალებში უციმციმებს...“

*მზე რომელიც ღამე ამოდის*
სულა სულაშვილი

'.$TEXT['print'].'