ეროვნული გამოცდები პირბადის გარეშე ჩატარდება
ავტორი: გურიის მოამბე
ეროვნული გამოცდები პირბადის გარეშე ჩატარდება

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ეროვნულ გამოცდაზე შესულ აბიტურიენტს პირბადის მოიხსა შეეძლება.

„იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს თავის საგამოცდო მერხთან, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში შეუძლია პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული,“ – განაცხადა გახარიამ.

'.$TEXT['print'].'