ველოდები 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებას - ჯიმ რიში
ავტორი: გურიის მოამბე
ველოდები 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებას - ჯიმ რიში

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს "ტვიტერზე" ეხმაურება. მისი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები ხელისუფლების მიმართ ნდობას გაზრდის და დემოკრატიულ პროცესებს გააღრმავებს.

მიხარია, რომ საქართველოს პარლამენტმა 8 მარტის შეთანხმებით დაკისრებული საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. ეს გაზრდის საქართველოს მოქალაქეების მთავრობისადმი ნდობას და წაახალისებს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობას. ველოდები შეთანხმების ბოლომდე შესრულებას და საქართველოში დემოკრატიის გაღრმავებას, - წერს რიში.

I'm pleased @Geoparliament has approved constitutional amendments required by the March 8 agreement. This will increase Georgians’ trust in their govt & encourage democratic participation. I look forward to full implementation of the agreement & deepening of Georgia’s democracy.

— U.S. Senate Foreign Relations Committee (@SenateForeign) June 30, 2020

'.$TEXT['print'].'