პუტინის მოკავშირე არის “ენმ” თავისი განშტოებებით – კობახიძე მალინის წერილზე
ავტორი: გურიის მოამბე
პუტინის მოკავშირე არის “ენმ” თავისი განშტოებებით – კობახიძე მალინის წერილზე

უმრავლესობის ერთერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე კონგრესმენი მარკუენ მალინის წერილს ეხმიანება, რომელშიც მალინი ბიძინა ივანიშვილის პუტინის მოკავშირეს უწოდებს.

კობახიძეს თქმით, პუტინის მოკავშირე არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ „ნაციონალური მოძრაობაა” თავისი განშტოებებით, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში რუსული ინტერესები გატარდეს.

„ეს არის სრული აბსურდი. ვინ არის პუტინის მოკავშირე, ეს ძალიან კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ, უფრო კარგად იცის, ვიდრე საერთაშორისო პარტნიორებმა. პუტინის მოკავშირე არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ტერიტორიების 20% და სტრატეგიულ-ეკონომიკური ობიექტები ჩააბარა რუსეთის ფედერაციას. შემდეგი 7 წელი ოპოზიციაში ნაკლები რესურსი აქვს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რუსული ინტერესები მაქსიმალურად გატარდეს. ეს არის პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით”, –განაცხადა კობახიძემ.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარკუეინ მალინმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირე და “რუსული სკოლის ოლიგარქია”. მალინის თქმით, გამოსავალზე ორიენტირებული გეგმა გულისხმობს “უმკაცრეს სანქციებს პუტინის მოკავშირეების, მათ შორის, ივანიშვილის წინააღმდეგ

'.$TEXT['print'].'