ეს არც რუსეთია, არც აზერბაიჯანი, რაღაც უარესში მოვედით - ნინო ჯანგირაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
ეს არც რუსეთია, არც აზერბაიჯანი, რაღაც უარესში მოვედით - ნინო ჯანგირაშვილი

ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება მედიის დაშინებას ტოტალიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით ცდილობს.

როგორც ნინო ჯანგირაშვილმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, სუს-ის მიერ გამოძების დაწყება და მედიებისთვის ჯარიმების დაკისრება მედიის დაშინებას ემსახურება.

„სუს-ის ტექსტის აბზაცები უნდა ვუკითხოთ ხალხს. ისეთი სულისკვეთებაა განცხადებაში, სადღაც უნდა ეწეროს - ჟურნალისტს ჩამოხრჩობა, გვარამიას დახვრეტა. აქ მოვედით უკვე - სიუჟეტის გამო ჟურნალისტზე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ. ამას აღარც აზერბაიჯანი ჰქვია, აღარც რუსეთი - უარესში მოვედით. ეს იმას ემსახურება, რომ შეგვეშინდეს ჯარიმის, დაჭერის და ხელფეხშეკრული იყოს მედია, ბექაური გვცემდეს შიშის ზარს", - აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „კავკასიას“ ინკასო დაედო - კომპანიის დირექტორის თქმით, გადასახადი ერთ წელზე არ გაუნაწილეს, ხოლო ეს მიდგომა არაერთგვაროვანია. ნინო ჯანგირაშვილის თქმით, „კავკასიაზე“ ბევრად დიდი მოცულობის გადასახადი ორ დიდ ტელეკომპანიას ხუთ წელზე გაუნაწილეს.

'.$TEXT['print'].'