ასევე გყვავს კრიმინალური ძალიან საშიში ჯგუფები - ენმ და ევროპული საქართველო- მდინარაძე ქართულ მარშზე
ავტორი: გურიის მოამბე
ასევე გყვავს კრიმინალური ძალიან საშიში ჯგუფები - ენმ და ევროპული საქართველო- მდინარაძე ქართულ მარშზე

„ქართული მარშის“ მიერ პარტიის დაფუძნებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. მმართველ გუნდში „ქართულ მარშს“ სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად პრორუსულს უწოდებენ. 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, კანონმდებლობით „ქართულ მარშს“ პარტიის დაფუძნების უფლება აქვს.

„სამწუხაროდ, ასეთ ჯგუფებსაც აქვთ კანონმდებლობით ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის პარტიის დაფუძნების, მოძრაობის შექმნისა თუ ენ ჯე ოს შექმნის უფლება. ასევე გყვავს კრიმინალური ჯგუფები, პარტიად წოდებული „ნაციონალური მოძრაობა“ და ე.წ. „ევროპული საქართველო“, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ და პროდასავლურად პოზიციონირებენ. ორივე ძალიან საშიშია, ორივე ძალიან ცუდია. განსაკუთრებული საშიშროება ამ მხრიდან რომ მოდის, არანაკლები მოდის იქიდან“, - განაცხადა მდინარაძემ.

„ქართულმა მარშმა“ პოლიტიკური პარტია დააარსა და 2020 წლის არჩევნებისთვისაც იწყებს მზადებას.

ანტილიბერალური პროპუტინული „ქართული მარშის“ ყრილობა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში შედგა - სწორედ იქ, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ წინა მოწვევის საპარლამენტო სია წარადგინა.

'.$TEXT['print'].'