ილია II აშშ-ს: მადლობა იმ თანადგომისთვის, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის
ავტორი: გურიის მოამბე
ილია II აშშ-ს: მადლობა იმ თანადგომისთვის, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს, ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს და იმედს გამოთქვამს, რომ მსოფლიო განსაცდელი ამერიკისა და საყოველთაო ძალისხმევის შედეგად დაიძლევა.

„გულითადად გილოცავთ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს და ამასთან დაკავშირებით გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა თქვენი ქვეყნისადმი იმ თანადგომისთვის, რაც წლებია ხორციელდება საქართველოს დასახმარებლად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის. 

გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ვიმედოვნებთ დღეს, როდესაც მსოფლიო საყოველთაო განსაცდელის წინაშე დგას, სწორედ აშშ-ისა და რა თქმა უნდა, საყოველთაო ძალისხმევითაც პრობლემები დაიძლევა და ღმერთი მოწყალებისა მოხედავს კაცობრიობას. შევთხოვთ უფალს მშვიდობა და კეთილდღეობა არ მოაკლოს თქვენს ქვეყანასა და მსოფლიოს“, - ნათქვამია პატრიარქის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დღეს ამერიკას დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავია. ამ თარიღთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანმა ელჩმა კენი დეგნანმაც. მისი  განცხადებით, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ არასდროს ჩერდება ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას და ადამიანის უფლებების დაცვას.

'.$TEXT['print'].'