"დურანტი მოუხერხებელს უწოდებდა" - ფაჩულია NBA-ს "ცუდი ბიჭების" ოცეულში
ავტორი: გურიის მოამბე
"დურანტი მოუხერხებელს უწოდებდა" - ფაჩულია NBA-ს "ცუდი ბიჭების" ოცეულში

ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია NBA-ს ყველა დროის “ცუდი ბიჭების” ოცეულში მოხვდა. სია Lineups-მა შეადგინა და საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს მე-20 ადგილი მიუჩინა. და რა კრიტერიუმებით შეირჩნენ “ცუდი ბიჭები”? აღნიშნული ვებ-გვერდი შემდეგ წინასიტყვაობას გვთავაზობს:

“ამგვარი ტიპის კალათბურთელები ფანების სიყვარულით ნაკლებად სარგებლობენ, ხშირად მწვრთნელების სტრესის საფუძველიც ხდებიან, თუმცა, თანაგუნდელებისთვის ძალიან საჭირონი არიან. ისინი ზღვარზე მყოფი ფიზიკური ორთაბრძოლებითა და თუნდაც ფსიქოლოგუური ზეწოლით მეტოქეებს დიდ დისკომფორტს უქმნიან. ბევრი მათ როლს არასათანადოდ აფასებს, არადა, “ცუდი ბიჭები” ხშირად გამხდარან გუნდების ჩემპიონობის საფუძველიც კი. ვერც იმას ვიტყვით, რომ მათ საკალათბურთო ტალანტი აკლდათ”.

ზაზა ფაჩულია

“ფაჩულიას ზღვარზე, რომელიც ხისტ ორთაბრძოლებსა და უხეშობას შორის გადის, არაერთხელ გაუვლია. ყველას უნდა ახსოვდეს ეპიზოდი, როდესაც თითქოს ნიკ იანგის ფეხებში გაიბლანდა, რის შემდეგაც რასელ უესტბრუკს დაეცა. ბევრმა ამ ეპიზოდში გამიზნული ქმედება დაინახა. კიდევ უფრო ცნობილია შემთხვევა, რომელიც კავაი ლეონარდს უკავშირდება. მაშინ ზაზამ სან ანტონიოს ლიდერს დახტომისას ფეხი შეუცურა, რაც კავაის მძიმე ტრავმაც დაუჯდა. მან სეზონი ნაადრევად დაასრულა, სპერსმა კი გოლდენ სტეიტთან საპლეიოფო სერია წააგო. ფაჩულიას თანაგუნდელმა კევინ დურანტმა ზაზას საქციელი მისი მოუხერხებლობით ახსნა, უფრო ნეიტრალურებმა კი, მაგალითად, კაირი ირვინგმა ქართველის საქციელს ყოვლად მიუღებელი უწოდა. ამ 2 ეპიზოდის გათვალისწინებით, ჩვენც იმ აზრისკენ ვიხრებით, რომ ზაზა ბინძურად თამაშობდა".

შეგახსენებთ, რომ 36 წლის ფაჩულია 2003 წლის დრაფტზე 42-ე ნომრად აირჩიეს. NBA-ში მისი პირველი კლუბი ორლანდო მეჯიქი (2003-04) იყო, შემდეგ კი, მილუოკის გარდა, ატლანტა ჰოუქსში (2005-13), დალას მავერიქსში (2015-16), გოლდენ სტეიტ უორიორსსა (2016-18) და დეტროიტ პისტონსშიც (2018-19) ითამაშა. ზაზა გოლდენ სტეიტის რიგებში ლიგის 2-გზის ჩემპიონია, მისი საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 20.3 წუთი, 6.8 ქულა, 5.8 მოხსნა, 1.3

'.$TEXT['print'].'