ბაჩალიაშვილის საქმე - შსს-ში გამართული შეხვედრის დეტალები
ავტორი: გურიის მოამბე
ბაჩალიაშვილის საქმე - შსს-ში გამართული შეხვედრის დეტალები

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს უახლოეს მომავალში, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას დაპირდა - განცხადება ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა მიხიელ რამიშვილმა, მამუკა ჭელიძისა და ბაჩალიაშვილების შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

შსს-ს მაღალჩინოსნისა და გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული ბაჩალიაშვილის მშობლების შეხვედრა გვიან ღამით დასრულდა.

ოჯახის ადვოკატი კატეგორიულად მოითხოვს, არ დაიწყონ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზა მის გარეშე, როგორც ეს კომპიუტერის შემთხვევაში მოხდა.

მოგვცა პირობა, რომ კითხვის ნიშნები აღარ იარსებებს, მაგრამ ვნახოთ როგორ იქნება ეს ყველაფერი და რა ტემპით წარიმართება...მე არ მჭირდება დიდი დრო იმის დასანახად რასთან მაქვს საქმე - ამბობს მიხეილ რამიშვილი.

მისი თქმით, რამდენიმე დღეში გამოჩნდება რეალურად, რას აკეთებს შსს საქმის გამოძიებისთვის.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს თავდაპირველად რუსთავის პოლიცია იძიებდა, რამდენიმე დღის წინ კი საქმე ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას გადაეცა.

გამოძიება ორი მუხლით - თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს, რასაც ოჯახი კატეგორიულად არ ეთანხმება.

'.$TEXT['print'].'