ის პირველად ხვდება დაბადების დღეს სამშობლოდან შორს, საიდანაც „ქართული ოცნების“ „ფეისბუკ ტერორისტებმა“ გააქციეს
ავტორი: გურიის მოამბე
ის პირველად ხვდება დაბადების დღეს სამშობლოდან შორს, საიდანაც „ქართული ოცნების“ „ფეისბუკ ტერორისტებმა“ გააქციეს

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც „გურიის მოამბეს“ მთავარ რედაქტორზე, თეა იოსელიანზე შვილების დახოცვით მუქარები განხორციელდა სოციალური ქსელით. 

რედაქციამ დახმარებისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

შსს-მ გამოძიება დაიწყო და საზოგადოების ზეწოლის პირობებში მომხდარზე ერთი პირი ამხილა - თბილისის მერიის თანამშრომელი .თუმცა ამის იქეთ გამოძიება არ წასულა.

რედაქციში მხილებული პირის მშობლები, მომხდარიდან მრამოდენიმე თვეში მოვიდნენ და გვიმტკიცებდნენ, რომ მათი შვილი უნარშეზღუდულია, მას დამოუკიდებლად  წერა-კითხვა არ შეუძლია. არადა საქმეში დევს მხილებული "ადამიანის" ხელნაწერი ჩვენება, რომელიც გრამატიკულად, აზრობრივად და პუნქტუაციითაც კი გამართულია.

გავარკვიეთ, რომ ეს ადამიანი უბრალოდ გაფორმებული იყო კახი კალაძის უწყებაში და იქედან ხელფასს იღებდა, მეტიც, ამ ხელფასთან მას არაფერი აკავშირებდა, იყენებდნენ მხოლოდ მის პირად მონაცემებს და მის ზურგს უკან ე.წ. „ტროლების ქარხნის“ პროგრამისტები იდგნენ.

საფრთხე მართლაც რეალური იყო.

თეა იოსელიანმა საქართვლო შვილებთან ერთად 9 თვეზე მეტია დატოვა.

დღეს მისი დაბადების დღეა, ის პირველად ხვდება დაბადების დღეს თავისი სამშობლოდან შორს, საიდანაც ის „ქართული ოცნების“ „ფეისბუკ ტერორისტებმა“ გააქციეს-ე.წ. „ტროლებმა“, რომელზედაც კალაძის უწყება (და არა მარტო ის ) მილიონობით ლარს ხარჯავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

მილიონობით ლარს ხარჯავს „ქართული ოცნება“ იმისათვის, რომ დაგვაშინონ, დაგვატერორონ და საბოლოო ჯამში გაგვაქციონ ქვეყნიდან.

„გურიის მოამბეზე“ და თეა იოსელიანზე მუქარა და ტერორი ახალი არ არის.. თუმცა ის და ჩვენ ყოველთვის ვრისკავდით.. მაგრამ ამჯერად საქმე ბავშვებს ეხებოდა..ამ დროს, მუქარის ერთპროცენტიანი რეალურობაც კი გაიძულებს დედას, გაიქცე! გაიქცე ძალიან შორს - ამ ჯოჯოხეთიდან! სადაც საკუთარი პოლიტიკური, ფინანსური თუ „კაცმა არ იცის“ რისი ინტერესებისათვისაც „ერთ მშვენიერ დღეს“ ცხოვრებას ხელისუფლება ჯოჯოხეთად გიქცევს.

თეა, გილოცავთ დაბადების დღეს! ვწუხვართ რომ აქ არსებული სიტუაცია შენნაირ ინტელექტუალებს აიძულებს ქვეყნის დატოვებას!

თუმცა, რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს ვინმესათვის - საქმე, რომელიც დავიწყეთ, რომლის ნაწილიც შენ წლების მანძილზე იყავი, გრძელდება და ამ საქმეს ჩვენ ისევ შენთან ერთად ბოლომდე მივიყვანთ!

მრავალს დაესწარი!

მთავარია შენს შვილებს საფრთხე აღარ ემუქრება.

 

'.$TEXT['print'].'