სააკაშვილის პრემიერობის პროპაგანდისტი ვარ, იდიოტების ეპოქა დამთავრდა- გუბაზ სანიკიძე
ავტორი: გურიის მოამბე
სააკაშვილის პრემიერობის პროპაგანდისტი ვარ, იდიოტების ეპოქა დამთავრდა- გუბაზ სანიკიძე

სააკაშვილის პრემიერობის პროპაგანდისტი ვარ, იდიოტების ეპოქა დამთავრდა, ძლიერების ეპოქა ბრუნდება, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

“მე არა მარტო მომხრე ვარ სააკაშვილის პრემიერობის, არამედ შეიძლება ითქვას, რომ ინიციატორიც ვარ და პროპაგანდისტიც ამისი. მიმაჩნია, რომ ექსპერიმენტების დრო არ არის. რაც გამოგვსვლია, იმით უნდა გავაკეთოთ. დედამიწაზე ბრუნდება ძლიერი პოლიტიკოსების ეპოქა, იდიოტების ეპოქა დამთავრდა. ეს დააჩქარა კორონავირუსმა. იმედი მაქვს, რომ ექნება მის პრემიერობას მხარდაჭერას პოლიტიკურ სპექტრში”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

'.$TEXT['print'].'