"ასეთი ხელისუფლება საქართველოს არც ერთ საუკუნეში არ ჰყოლია" - გურულები ბოლო პერიოდის მოვლენებზე
ავტორი: ნათკა იმედაშვილი
"ასეთი ხელისუფლება საქართველოს არც ერთ საუკუნეში არ ჰყოლია" - გურულები ბოლო პერიოდის მოვლენებზე

საქართველოში ბოლო მაჩვენებლებით კორონას გავრცელების მასშტაბები ისე გაიზარდა, რომ საზოგადოების ნაწილს ეჭვის საფუძველიც კი გაუჩნდა, რომ, ეს ყველაფერი მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება და ამით ხელისუფლება ხალხში უიმედობის და შიშის დათესვას ცდილობს.

"გურიის მოამბის" მიერ გურიაში გამოკითხულთა ნაწილს, ვირუსის ასე მძაფრი ფორმით არსებობის არ სჯერა და ამის გამო, დაწესებული შეზღუდვების ხელოვნურობაზე საუბრობს.  თითქმის აბსოლუტური უმრავლესობის პროტესტს კი, საჯარო სკოლებში გადადებული სწავლის პროცესები იწვევს.

ტრაპაიძე - არც  ამ მთავრობის მჯერა, არც ამ ვირუსის. გამოგონილია ყველაფერი.  უნდათ  ბავშვებმა სკოლებში არ იარონ. სკოლაში  არ წავა  კიდე უარესია. არ უნდათ ჭკვიანი  და განათლებული თაობა, რადგან ჩვენ ხელისუფლებას სჭირდება  მონები.  ასეთი ხელისუფლება საქართველოს არასდროს არ ჰყოლია, არცერთ საუკუნეში.

შ.გ. - მე რასაც  ვფიქრობ მაგის  თქმას,  აზრი არა  აქვს. საიტები  აჭრელებულია მაგით. კორონას მეორე ტალღაზე  რა გითხრათ, როცა  პირველი როდის დაიწყო  ის არ ვიცი. თუ კი ავადმოფობაა და გადამდებია,  რა თქმა უნდა  აიკრძალოს უნდა ქორწილები და შეკრებები. დაავადება რომ არსებობს  ფაქტია, მაგრამ ამდენი სიკვდილიანობა რომ ახლავს  ამ დაავადებას მე პირადად ეგ არ მჯერა, ეგ ჩემი პირადი აზრია. ინტერნეტში დევს,  გერმანიაში ამ ვირუსთან დაკავშირებით  საწინააღმდეგო აქციებს ატარებენ,  ხალხი გამოსულია  ქუჩებში. სკოლა უნდა დაიწყოს აბა რა. განათლება უნდა მიიღონ.  სკოლები რამდენადაა მზად ეგ არ ვიცი. არ შემიხედია სკოლებში. მაგი ვინც უნდა გააკონტროლოს შესაბამისი  სამსახურებია და  ისინი მიხედავენ.  თუ სკოლები არ დაიწყო და   ყველაფერი დაიხურა,  მაშინ ჩავიკეტოთ სახლებში, გარეთ  არ უნდა  გამოვიდეთ, თუ ვინე შემოგვიგდეს სახლში, ისიც გავაგდოთ დ ასე. აბა, რავიცი  რა,   რა გითხრათ.  იყო ასეთი შემთხვევაც, ესეც   ინტერნეტში იდო,   რომ რომელიღაცა  ქვეყანაში კორონასთან დაკავშირებით არ აკრძალეს არაფერი და   სიკვდილიანობა იმავე რაოდენობით  იყო,,  რამდენიც  აკრძალულ ქვეყნებში,  მითხარით  განსხვავება   რაა.

შალვა ჯანელძე - ჩვენ დავიცვათ უნდა წესები. ისე მოვიქცეთ რაც ჩვენთვის კარგი იქნება. აუცილებლად სისუფთავე უნდა დავიცვათ, მაღაზიაში პირბადე გავიკეთოთ. ყველამ ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ, ისე არაფერი არ იქნება.  სკოლებშიც უნდა დაიცვან სისუფთავე.  პატარებს მშობლებმა უნდა მიხედონ. სკოლებს შემოწმება უნდა არის თუ არა მზად სკოლები  ამისთვის.  ჩემები დიდებია და არ მეშინია, სკოლაში მიხედავენ  თავს, მაგრამ რომლებიც პატარებია საშიშია, იმათმა არ იციან, უსუსურები არიან და  კი უნდა კონტროლი.

მამუკა-  მე მჯერა  რომ არის ვირუსი.   მოფრთხილება,  სისუფთავე და წესების დაცვა უნდა.

ზური - ამ დროს  ერთმანეთს უნდა გაფრთხილება, მორიდება, წესების დაცვა.  ასევე,  ყურადღებაა  სჭირო  სკოლებშიც. 

მანანა - წესრიგი  დაიცვან უნდა ადამიანებმა თავისი თავისთვის. ვირუსი რომ არსებობს, ამის მჯერა და   ვფრთხილობ კიდეც. ღია სივრცეში  ვმუშაობ და  არ  მიკეთია  პირბადე,  როგორც კი შევდივარ შენობაში ვიკეთებ, წესებს  ვიცავ, ორი მეტრის  დაცილებით  ვემსახურები ხალხს  და ასე უნდა მოიქცეს ყველა.  სავალდებულო არაა  რეგულაციების დაწესება. ისეც შეიძლება დავიცვათ წესრიგი.  თუ ამოვიხრჩვი თავი,  მაშინ  გინდ ამას მოუკლივარ და გინდ კორონას. რააც შეეხება სკოლების  დაწყებას, ცოტა მეეჭვება,   სკოლებში გამართულად იყოს ეს სიტუაცია  და მზად იყვნენ  კორონას საწინააღმდეგოდ. მაგრამ,  სწავლის დაწყებას რა თქმა უნდა მივესალმები, აბა ონლაინ სწავლება სისულელეა. მშობლების მორიგეობა უნდა დაწესდეს, რომლებიც ეპატრონება   პატარა ბავშვებს მასწავლებლებთან ერთად.

ნინო მუჯირი,პირველი საჯარო სკოლის,  მეთორმეტე კლასის  მოსწავლე - ჩვენი სკოლა  მზად არის  ყველანაირად ამ ვირუსთან დაკავშირებით და სხვა  სკოლებზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, არვიცი.  მთავარია სწავლა დაიწყოს.  თუ დაცული ვიქნებით ამ პირბადეების  ტარებით რატომაც არა,  მისაღებია და  გავიკეთებთ.  დისტანციურ სწავლებას  ჯობია   დაიწყოს  სწავლა   და  დავიცვათ  წესები.  რადგან მეორე  პრობლემაცაა,   მე პირადად არ მაქვს სახლის ინტერნეტი  და  ტელეფონის ინტერნეტი  იმდენად სწარფად იხარჯება, რომ შემიძლა  ვთქვა გავიყიდეთ.  ორი ვართ ოჯახში  დისტანციურად  რომ ვსწავლობთ,  ტელეფონი ერთი გვაქვს, ისიც ჭედავდა და  ვერ ვანაწილებდით დროს.  ძალიან გვეშლებოდა ხელი  სწავლაში.  ძალიან გაგვიჭირდა  ონლაინ  სწავლება და დამატებით  დისკომფროტს შეგვიქმნის  ახლაც,   ასე  რომ გაგრძელდეს. 

ჰაიკუშ - მე ბაღის  ასაკის პატარა მყავს. ვფიქრობ, რადგან რესტორნები დახურეს, სკოლებსაც და ბაღებსაც  არ  გახსნიან.   ჩემი აზრით, არასწორიც იქნება  რომ გახსნან, რადგან დამატებით პრობლემებს შექმნის, ამდენი ბავშვის   ერთად  შეკრება.

 

'.$TEXT['print'].'