„ქართული ოცნების“ აგიტატორებს კორონავირუსი დაუდგინდა
ავტორი: გურიის მოამბე
„ქართული ოცნების“ აგიტატორებს კორონავირუსი დაუდგინდა

„ქართული ოცნების“  აგიტატორებს ქვედა ბახვში ( ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ბახვის თემი), რომელიც პარალელურად ადგილობრივი სკოლის პედაგოგი და მეორე, ადგილობრივი საბავშვო ბაღის თანამშრომლები არიან, კორონავირუსი დღეს დილით დაუდასტურდა.

ორთავე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და შესაბამის მკურნალობას გადიან, თუმცა პრობლმა ის არის, რომ აგიტატორებს ბოლო 3 დღის განმავლობაში მინიმუმ 200 ოჯახთან ჰქონდათ კონტაქტი.

გარდა ამისა, ისინი პარტიულ წინასაარჩევნო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ და „ოცნების“ ოზურგეთის შტაბში იმყოფებოდნენ შეკრებაზე.

თუმცა ეპიდემიოლოგები, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენ გვეუბნება,  პრევენციის მიზნით არავითარ ღონისძიებას არ ახორციელებენ.

'.$TEXT['print'].'