სააღდგომო პასქა მაია დოლიძისაგან:
ავტორი: მაია დოლიძე
სააღდგომო პასქა მაია დოლიძისაგან:

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ღმერთს ებარებოდეთ!
დაგჭირდებათ:
12 კვერცხი, 2 ლიტრი რძე, 500 გრამი მარგარინი (ონა), 5 სუფრის კოვზი საფუარი (1 დიდი შეკვრა), 500 გრამი ქიშმიში, 1 500 გრამი შაქარი, 1 ჭიქა სიროპისათვის, 1 ჭიქა შაქრის პუდრი თავზე მოსაყრელად.
სანელებლები: მუსკატი, მიხაკდარიჩინი, ილი. ესენი შეიძლება ცალ-ცალკე ჩავაყენოთ თითო კოვზ კონიაკთან ერთად.
3 ცალი გახეხილი ლიმონი, 5 ცალი ვანილი, დანი წვერით ლიმონმჟავა, 6/6.5 კგ ფქვილი, 150 გრამი ზეთი, 1 სუფრის კოვზი მარილი.
მომზადება:
1.    საფუარს ჩავაყენებთ წინასწარ ნელთბილ რძეში, ცოტ-ცოტა ფქვილთან და შაქართან ერთად;
2.    კვერცხის ცილისაგან ვაკაეთბთ ბეზეს, თანდათან ვურევთ კვერცხის გულს და შაქარს და ვაკეთებთ გოგლიმოგლს.
3.    ვამატებთ სანელებლებს, მარილს, 100 გრამ ზეთს, კარგად დარბილებულ მარგარინს, ამოსულ საფუარს.
შევაზელთ ფქვილს, ცომი ფაფუკი უნდა იყოს. ცომი მოვათავსოთ თბილ ოთახში ან შევფუთოთ. როცა ამოვა ცომი, მეორე გადაზელვისას დავამატებთ ფქვილში ასრილ ქიშმიშს, მასა სამჯერ გადავზილოტ და გადავიტანოთ ცხიმწასმულ ფორმებში. ფორმებს შევავსებთ მასით მესამედ ნაწილზე, დაველოდებით ამოსვლამდე და გამოვაცხობთ.
სიურპრიზიანი პასქა
მასა, რომელიც ფორმაში უნდა მოვათავსოთ, გავყოთ ორ ნაწილად. ცომის პირველი ნაწილის მოთავსების შემდეგ ზედაპირის მთელ ფართზე მოვაფენთ შოკოლადის ფილებს და დავფარავთ ცომის დარჩენილი ნაწილით. დაველოდებით ამოსვლას და გამოვაცხობთ.
გამომცხვარს მოვასხამთ შაქრის სიროპს და მოვაყრით შაქრის პუდრას.

'.$TEXT['print'].'