ELITE MODEL LOOK GEORGIA-2013--ის ეროვნულ შესარჩევ ტურზე გურიიდან ოთხი გოგონა და ერთი ვაჟი წარსდგება
ავტორი: გურიის მოამბე
ELITE MODEL LOOK GEORGIA-2013--ის ეროვნულ შესარჩევ ტურზე გურიიდან ოთხი გოგონა და ერთი ვაჟი წარსდგება

18 აგვისტოს ოზურგეთის თეატრში სამოდელო სააგენტო იმიჯცენტრის პროექტ ELITE MODEL LOOK GEORGIA-2013-ის გურიის რეგიონული ტური გაიმართა, რომელშიც 19 გოგონა და ორი ვაჟი მონაწილეობდა. ეროვნულ შესარჩევ ტურში მონაწილეობის მისაღებად ELITE MODEL LOOK-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, ქალბატონმა ია კიწმარიშვილმა 4 გოგონა და ერთი ვაჟი შეარჩია.
ეროვნულ შესარჩევ ტურნირში, რომელიც თბილისში 7 სექტემბერს შედგება, გურიას წარადგენენ: გოგონებიდან _ მარიამ გოგოტიშვილი, ბელა ჩანჩიბაძე, ქეთი ჩხაიძე და ლიკა კალანდაძე, ვაჟებიდან _ ავთანდილ გოგოუაძე. შერჩეული 20 საუკეთესო კონკურსანტი სექტემბრის ბოლოს  ELITE MODEL LOOK GEORGIA-2013-ის მსოფლიო ფინალური ტურის საგზურისთვის იბრძოლებს.
რაც შეეხება მის საქართველო-2013-ს, მასში მონაწილეობის მისაღებად ქალბატონმა ია კიწმარიშვილმა გურიიდან სალე სურგულაძე შეარჩია.

'.$TEXT['print'].'